უცხოეთი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის სიტყვებს აშშ-ს მისამართით პოლიტიკური რეალიზმი და ევროკავშირის მისამართით ნულანდის უხამსი გამონათქვამის პასუხი უწოდა

Mid-zar-2საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ინტერნეტში გავრცელებული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის განცხადება ვარშავისა და ვაშინგტონის ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც ის ორალურ სექს ადარებდა, მის პოლიტიკურ რეალიზმზე მეტყველებს“, - მიაჩნიათ რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში.  სიკორსკის გამონათქვამების არსი მის პოლიტიკურ რეალიზმზე მეტყველებს, ხოლო აშშ-თან მიმართებაში უხეში გამონათქვამები, სავარაუდოდ, პოლონეთის თავისებური პასუხია ევროკავშირის მისამართით და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი ვიქტორია ნულანდის საწყენ და უხეშ გამონათქვამებზე", - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტში.

მკითხველს შევახსენებთ, რომ საქინფორმმა გამოაქვეყნა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდის საუბრის საიდუმლო აუდიოჩანაწერი აშშ-ის ელჩთან უკრაინაში - ჯეფ პაიეტთან, სადაც ნულანდი უკიდურესად უცენზუროდ მოიხსენიებს ევროკავშირს (წარმოთქვამს სიტყვას, რომელიც ევროკავშირთან მიმართებაში ძალადობრივ სქესობრივ აქტს ასახავს).