უცხოეთი
რასმუსენი: „სინანულით აღვნიშნავ, რომ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების აღიარების ნიშნებს. ამიტომ დღეს განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ“

rasmusen-zar1საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი.  ალიანსის ხელმძღვანელმა ეს განცხადება ბრიუსელში ნატოს წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გააკეთა. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და მისმა პოზიციამ უკრაინის კრიზისში შედეგად მოიტანა რუსეთთან თანამშრომლობის პროგრამების სრული გაყინვა.

მისი თქმით, მინისტრები იმსჯელებენ თავის შემდგომ ნაბიჯებზე აღმოსავლეთ ევროპაში. დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხია: როგორ დაეხმარება ნატო უკრაინის არმიას ბრძოლისუნარიანობის ამაღლებაში. „ჩვენ შევთანხმდებით უკრაინისთვის ხანგრძლივვადიანი დახმარების პაკეტზე, ახალი მიზნობრივი ფონდების შექმნის ჩათვლით“, - განაცხადა რასმუსენმა ნატოს წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ბლოკი, რომელშიც 28 ქვეყანა შედის, ახალი წევრების მიღების უფლებას იტოვებს და ვერცერთი „მესამე ქვეყანა ამას წინ ვერ აღუდგება“.