უცხოეთი
ფედერაციის საბჭომ გააუქმა 1 მარტის დადგნილება, რომელიც პრეზიდენტს რფ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენების უფლებას აძლევს უკრაინაში. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 153-მა სენატორმა ერთის წინააღმდეგ

darbazu-zar2საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. სამშაბათს რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს შესთავაზა, გააუქმოს 1 მარტს მის მიერვე მიღებული დადგენილება  უკრაინის ტერიტორიაზე რფ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ. როგორც „იტარ-ტასს“ სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აცნობა, ეს გადაწყვეტილება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაციის დარეგულირების თაობაზე სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მიიღეს.

1 მარტის დადგენილება უფლებას აძლევდა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, „უკრაინის ტერიტორიაზე გამოეყენებინა რფ-ის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციამდე“. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე იქნა მიღებული.