უცხოეთი
პუტინი: „ევროპაში უნდა შეიქმნას „დაზღვევის ბადე“, რათა არ განმეორდეს უკრაინის, ერაყის, სირიისა და ლიბიის პრეცედენტები

1-emperor-zar23_300_270საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. გუშინ რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მუდმივი წარმომადგენლებისა და ელჩების თათბირზე სიტყვით გამოსვლისას, კერძოდ, განაცხადა:

ევრაზიული საინტეგრაციო პროექტის გაფართოებისას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვემიჯნებით დანარჩენ მსოფლიოს. მზად ვართ განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის ზონების შექმნის პერსპექტივები როგორც ცალკეულ სახელმწიფოებთან, ასევე რეგიონულ გაერთიანებებთან, პირველ რიგში კი ევროკავშირთან. მოკლე ხანში მისი სრულუფლებიანი წევრი გახდება სომხეთი. წინა სტადიაზეა მოლაპარაკებები ყირგიზეთთან. ჩვენ ღია ვართ თანამეგობრობის სხვა ქვეყნებისთვისაც“.

რფ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომევროპაში უნდა შეიქმნას „დაზღვევის ბადე“, რათა არ განმეორდეს უკრაინის, ერაყის, სირიისა და ლიბიის პრეცედენტები:

აუცილებელია ვისწრაფოთ ევროპულ სივრცეში ნებისმიერი ანტიკონსტიტუციური გადატრიალების, სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში შანტაჟისა და მუქარის, ნაცისტური და რადიკალური ძალების წაქეზების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ ყველას, ევროპაში გვჭირდება ერთგვარი დაზღვევის ბადე, რომ ერაყის, ლიბიის, სირიის და, სამწუხაროდ, ამ ჩამონათვალში მოსახსენიებელია უკრაინაც, პრეცედენტები გადამდები დაავადება არ აღმოჩნდეს“, - განაცხადა პუტინმა.