უცხოეთი
გამოკითხვა: ამერიკელების მესამედზე ნაკლები დარწმუნებულია იმაში, რომ აშშ სხვა ქვეყნებზე უპირატესია
1-emerikens-zar2საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. Pew Research Center-ის მიერ აშშ-ს დამოუკიდებლობის ეროვნულ ნაციონალურ დღესასწაულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ის ნაწილი ამერიკელებისა, რომელიც დარწმუნებულია აშშ-ს უპირატესობაში სხვა ქვეყნებზე, 2011 წლიდან შემცირდა 10%-ით, რაც შეადგენს მოსახლეობის 28%.
ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამჟამად მხოლოდ 3/10 ამერიკელი თვლის, რომ აშშ „ზემდგომი სახელმწიფოა“. ამერიკის მოსახლეობის 38% სწორედ ასე პასუხობდა 2011 წელს. კველვის ავტორებმა განაცხადეს, რომ ამგვარი ტენდენცია შესამჩნევია სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების მქონე პირებთან, განურჩევლად ასაკისა და წარმომავლობის.
თუმცაღა მეტად გამოკვეთილია მათ შორის ისინი, ვინც მხარს რესპუბლიკურ პარტიას უჭერს - ხალხის ის ნაწილი, რომელსაც მიაჩნდა, რომ აშშ სხვა ქვეყნებზე უპირატესია შემცირდა 15%.
აშშ-ს სხვა ქვეყნებზე უპირატესობის მოსაზრება ყველაზე მეტ სკეპტიციზმს ხვდება ამერიკის 18-29 წლის ახალგაზრდა მოქალაქეებში - მათგან მხოლოდ 15% აღიარებს აშშ-ს მსოფლიოში საუკეთესო სახელმწიფოდ, მაშინ, როდესაც 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების 40% მიაჩნია აშშ ზესახელმწიფოდ.
ამერიკელების ის ნაწილი, რომელსაც ამერიკა მიაჩნდა „ერთ-ერთი საუკეთესო სახელმწიფოდ“, წლის განმავლობაში მოიმატა 5%-58%-მდე. ხოლო მათგან 12% ფიქრობს, რომ „არსებობს აშშ-ზე უკეთესი ქვეყნებიც“, რაც 4%-ით მეტია ვიდრე ეს 2011 წელს იყო.