უცხოეთი
საქინფორმის 2011 წლის 5 აპრილის პრგონოზი 3 წლის შემდეგ გამართლდა - 2014 წლის 9 ივლისს ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთა განცხადებით ჩამოყალიბდა ისლამური სახალიფო.

1-agrablento-zar3საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. 2011 წლის 5 აპრილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს News24.az-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს „აშშ ‘რევოლუციის’ მეშვეობით აპირებს ახალი არაბული სახალიფოს შექმნას ჩინეთის საპირწონედ“, კორესპონდენტის, რომან ტემნიკოვის კითხვაზე პასუხად, მან განაცხადა: „ყველა ‘რევოლუცია’ აშშ-ს პროვოცირებით ხდებოდა ერთადერთი მიზნით - ისლამური სახელმწიფოს გაერთიანება ახალი არაბული სახალიფოს სახელით ჩინეთისა და რუსეთის საპირწონედ. ჩინეთის დიდ კედელთან წამოზრდილი „ბარიკადმა“ ერთმორწმუნე მუსლიმების სახელმწიფომ უნდა გაანეიტრალოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძალაუფლება და დაიცვას მისგან აშშ - ამერიკული ეკონომიკა და მისი ენერგოინტერესები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოაფრიკაში. თუმცა აშშ-ს მცდელობა შესაძლოა კრახით დასრულდეს.
აშშ-მ შეიძლება კონტროლი დაკარგოს და უცნობია - საით გააბრუნებს თავს ახლად დაბადებული ისლამური „მონსტრი“: შესაძლოა მან უპირველესად საკუთარი შემქმნელი გაანადგუროს, ჯიჰადი გამოუცხადოს არა ჩინეთს, არამედ გლობალიზმს დასავლური იმპერიალიზმის სახით, ან თუნდაც დაიწყოს მუსულმანური და ქრისტიანული სამყაროს ომი.

და აი 3 წლის შემდეგ  - 2014 წლის 9 ივლისს ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერთა განცხადებით ჩამოყალიბდა ისლამური სახალიფო დაპყრობილი სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე. ხალიფად გამოცხადდა აბდულა იბრაჰიმი, ვინც თავი აბუ ბაქრ ალ-ბაგდადის სახელით გამოაცხადა, მისი მარჯვენა ხელია უმარ ჩეჩენი. რუსეთი კი სახალიფოს პირველ მტრადაა გამოცხადებული. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელების მცდელობა მოეჭრათ თავები ალქაიდის ჰიდრასთვის დასრულდა იმით, რომ გაჩნდა კიდევ უფრო საშიში ურჩხული, რომელიც თავის მტრებად თვლის არა მხოლოდ ებრაელებსა და ამერიკას, არამედ რუსეთსაც. 
დასავლელი ანალიტიკებისგან განსხვავებით, ისლამური სახალიფოს იდეოლოგია სავსეა ბრწყინვალე გეგმებით, მათი განცხადებით, სახალიფო გავრცელდება ხმელთაშუა ზღვიდან სპარსეთის ყურემდე და მის შემადგენლობაში შევა ამიერკავკასიისა და ჩრდილოკავკასიის ტერიტორიები. „განსაკუთრებით საეჭვოდ გამოიყურება ვოშინგტონის ადმინისტრაციის მიერ გაჟღერებული თხოვნა კონგრესის მიმართ, გამოყონ დამატებით 500 მილიონი დოლარი, მათთვის ვისაც ვოშინგტონის თეთრ სახლში უწოდებენ სირიის ოპოზიციის „ზომიერად“ შეიარაღებულ დანაყოფებს", - აცხადებს МИД РФ-ი.
ჩეჩნური სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახიდ აკაევის სიტყვებით : „ჩეჩნები არ არიან სახალიფოს მომხრენი, დღესდღეობით ისინი წარმოადგენენ რუსეთის ფედერაციის კანონმორჩილ მოქალაქეებს. (წყარო Pravda.ru)
„თუ უმარ ჩეჩენი არის  ჩეჩენთა საზოგადოების წევრი საქართველოში, და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაშინ მისი ანტირუსული შეხედულებები აშკარაა“ , - განაცხადა აჯარ ქურთოვმა.