უცხოეთი
კრემლში დაადასტურეს ნებართვა რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ელჩის, ჯონ ტეფტის დასმის თაობაზე. უშაკოვმა უკომენტაროდ დატოვა „ტეფტის ქცევა, როდესაც იგი საქართველოსა და უკრაინაში მუშაობდა“
1-hamsta-zar2საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საკითხების პოლიტიკის პრეზიდენტმა, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა - „დიახ, „ეგრიმენთი“ მიცემულია“.
თუმცა მან უკომენტაროდ დატოვა „ჯონ ტეფტის ქცევა, როდესაც იგი საქართველოსა და უკრაინაში მუშაობდა“ . ამასთან პრეზიდენტის თანაშემწემ მოახდინა იმ ფაქტის კონსტატირება, რომ ტეფტი „მსხვილი კალიბრის პროფესიონალი დიპლომატია“ . კრემლში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტეფტი პროფესიონალურად იყო მომზადებული.
მისმა წინამორბედმა, მაიკლ მაფოლმა თავისი თანამდებობა, თებერვლის თვეში, ოჯახური პრობლემების გამო დატოვა.