რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილის პროგნოზები და ედუარდ შევარდნაძის ოცნებები მისი გარდაცვალებიდან მესამე დღეს აღსრულდა - 2014 წლის 11 ივლისს საქართველო ამერიკული დერეფანი ოფიციალურად გახდა!

1-ticket-pol1-red-main„ბათუმის პორტის აკვატორიაში ფსკერის გაღრმავების სამუშაო და ახალი ქალაქის – ლაზიკას, მშენებლობა - დაჭაობებულ მოედამზე 9 კვ კმ ფარფობით, სოფლებს  ხულევსა და ანაკლიას შორის -  შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საქართველოში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზების განლაგებისთვის მზადება. ასეთ შემთხვევაში ლაზიკააშშ-ისპირველი სამხედრო-საზღვაო ბაზაა შავ ზღვაზე, რომლის აშენებაზე აშშ გამოყოფს 1 მლრდ დოლარს. თუკი „ჟამი დაჰკრავს“ – ცნობილი გახდება, რომ აშშ ირან-ისრაელს შორის გაჩაღებულ კონფლიქტში ჩარევისათვის ემზადება და უახლოესი საფრენი სივრციდან არჩევანი საქართველოზე შეაჩერა – რუსეთი სასწრაფოდ შემოიყვანს აქ ჯარებს ორი მიმართულებიდან – აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან. ეს ახსნილი იქნება ირანის საპასუხო დარტყმის შემთხვევაში რუსეთის მიერ აღიარებული რესპუბლიკების მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით და, აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან ნატოს სამხედრო ბლოკის საბრძოლო ძალების დაუშვებელ სიახლოეში განლაგებით“
(2011 წლის 12 დეკემბერი, არნო ხიდირბეგიშვილი: „One Way Ticket“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ექსკლუზიური ინტერვიუ „ასავალ-დასავალს“)

1-arnored-pol1-red

“ქართველ ხალხს ნატოს შესახებ ზღაპრებს „აჭმევენ“, რათა ქართველი სამხედროები ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში გამოიყენონ „ცხელ წერტილებში“, როგორც იყენებდნენ ერაყში და იყენებენ ავღანეთში, და რათა ირანთან ომის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა გახსნან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებით. ირანთან ომის, საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზის გახსნისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით – MIM-104 „პეტრიოტი“ – აღჭურვის შემთხვევაში, რუსეთს შეუძლია ეს რკინიგზა გამოიყენოს გიუმრიში სატრანსპორტო ბლოკადაში მოქცეული თავისი სამხედრო ბაზის მომარაგებისთვის. ამ შემთხვევაში, საქართველო გადაიქცევა დერეფნად, რომელშიც ამერიკაც იგულავებს და რუსეთიც!
(2012 წლის 23 ნოემბერი, არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოდერეფანია, სადაც იგულავებენ ამერიკაც და რუსეთიც!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაცია სააგენტოს Vesti.Az)


1-mixeili-pol1-red

„2013 წლის 17 ივლისს, ტელეარხი “რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ პორტი ლაზიკა სწორედ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის იყო ჩაფიქრებული (ციტატა): „ჩვენ გვქონდა შანსი და ეს შანსი დავკარგეთ, რომ მომავალი წლიდან დიდი ამერიკული ტვირთები წამოგვეღო ავღანეთიდან (ბუნებრივია, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების გემებით, რადგან საქართველოს ფლოტი არ ჰყავს - ა.ხ.), რადგან მომდევნო 2-3 წელი იქნება დიდი ტვირთების გამოტანის წლები. ასე აშენდა სინგაპურიც - სინგაპური ააშენა ამერიკის სამხედრო ფლოტმა, ფოთი ააშენა რუსეთის სამხედრო ფლოტმა, იმიტომ რომ ყველაზე ადვილი (ალბათ, მხედველობაში აქვს უპრობლემოდ შემოსავლიანი - ა.ხ.) ტვირთი - სამხედრო ტვირთია (მათ შორის,ტვირთი 200“ - ა.ხ.). ჩვენ აი, ახლა გვქონდა ეს ფანჯარა - რომ ავღანური ტვირთები წამოგვეღო, და რკინიგზაც აქვე გადის... ხალხო, აი ეს არის აფხაზეთის რეინტეგრაციის მშვიდობიანი გეგმა!“
(2013 წლის 18 ივლისი, ფოთი ააშენა რუსეთის სამხედრო ფლოტმა“ - სააკაშვილმა არნო ხიდირბეგიშვილის ვერსია დაადასტურა და საჯაროდ აღიარა, რომ ლაზიკას აშშ-ის სამხედრო ფლოტისთვის აშენებდა!“ - საქინფომი)


1-oldgeo-pol1-red

„ამერიკას აღარაფერი რჩება გარდა იმისა, რომ კბილებით ჩაებღაუჭოს მის მიერ აბსოლუტურად კონტროლირებად საქართველოს და ამ გზით მიუცოცდეს კასპიის აუზის ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, მოხიბლოს, გნებავთ, მიიტყუოს ისინი და ენერგორესურსები თურქეთის გავლით ევროპისკენ გადატყორცნოს! დიახ, საქართველო ამერიკისათვის გახლავთ სახმელეთო სუეცის არხი და დერეფნად მისი სახელდება შევარდნაძის ფანტაზიის ნაყოფი როდია, „დიდი აბრეშუმის გზა“, უპირველესად, სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტი გახლავთ, რომელიც მუშავდებოდა ჯერ კიდევ ედუარდ ამბროსოვიჩის პრეზიდენტობის დროს.
(2014 წლის 26 მაისი, არნო ხიდირბეგიშვილი: «უკანასკნელი სიმართლე - ღარიბაშვილმა არ უნდა მოაწეროს ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის აქტს! დაე, ასეთი დოკუმენტები სააკაშვილმა და მარგველაშვილმა დაამოწმონ!» - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ექსკლუზიური ინტერვიუ საინფორმაციო სააგენტოებს „ИА REX“, „ИНФОРОС“,გაზეთებს „Каспiй“, „ასავალ-დასავალი“)

1-alashands-pol1-red

„ირაკლი ალასანიამ აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის მეთაური გენერალი პოლ სელვა მიიღო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, აშშ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.მხარეებმა საქართველოს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა ქართული სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობაზე ISAF-ის საერთაშორისო მისიაში. ამერიკა საქართველოს გვერდით დგას და ჩვენთან ერთად ზრუნავს, როგორ გახდეს ჩვენი რეგიონი უფრო უსაფრთხო. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ იმ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს და რომელიც სწორედ იმ ინფრასტრუქტურის ნაწილია, რომლითაც ავღანეთსა და ნებისმიერ სხვა რეგიონში ნატოს ძალების უზრუნველყოფა ხდება - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. აგრეთვე გენერალმა პოლ სელვამ  საქართველოს რკინიგზის დირექტორს შეხვდა.“
(2014 წლის 11 ივლისი, პოლ სელვა: ვიმსჯელეთ რეგიონში უსაფრთხოების შესახებ და როგორ უნდა გამოიყენოს ამერიკამ, ნატომ და ევროპამ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, თუ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხე შეექმნება - საქინფორმი)

1-upsdowns-pol1-red

„საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სამხედრო ძალების სტრატეგიული ტრანსპორტირების (USTRANSCOM) სარდალს, გენერალპოლ სელვას შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აშშ-ის  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ  შეტანილი წვლილი ISAF-ის მისიაში. ამერკელი გენერალი ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ - ის დელეგაციას სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურასთანდაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.“
(2014 წლის 11 ივლისი, ამერკელი გენერალი ავღანეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესდა - საქინფორმი)

1-shaken-pol1-red

„როგორც შეხვედრაზე აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის მეთაურმა, გენერალმა პოლ სელვამ აღნიშნა, ბაქო-თბილისი - ყარსის რკინიგზა სატვირთო გადაზიდვებისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა. „საუბრის ძირითადი თემა იყო საქართველოს წვლილი ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების მისიაში. ჩვენ ასევე განვიხილეთლოჯისტიკურ სისტემასთან და ავღანეთიდან საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნა გენერალმა პოლ სელვამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას აშშ-ს სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციასთან ერთად  აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დაესწრო."
(2014 წლის 11 ივლისი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სატრანსპორტო სარდლობის დელეგაციას შეხვდა და მათ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის გეგმა, ბაქო-თბილისი-ყარსისა და ანაკლიის პორტის პროექტები გააცნო“ - საქინფორმი)

1-ministren-pol1-red

„საქართველოს პრემიერ - მინისტრი: „ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა კვლევები და დაიდო კვალიფიციური დასკვნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს დიდი ზომის - ე.წ. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. პორტიშეძლებს 100 მილიონ ტონამდე შერეული ტვირთის გადამუშავებას. ეს მართლაც დიდი მასშტაბებია და უდავოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ ანაკლია გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივი ლოგისტიკური კვანძი“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაციაზე.
(2014 წლის 11 ივლისი, მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს!” - საქინფორმი) 

საქინფორმი.