უცხოეთი
Reuters: „უკრაინაში მეამბოხეებმა მალაიზიის წარმომადგენლობითი ჯგუფის ქესპერტებს გადასცეს დაცემულ თვითმფრინავში არსებული „შავი ყუთი“, მათ კი დაადასტურეს, რომ იგი ხელუხლებელი იყო
2tube-zar2საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. ცნობილი, რომ „შავი ყუთი“ გადასცა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, ალექსანდრე ბოროდაიმ.
ორივე მხარემ ამ პროცედურაზე პროტოკოლი შეადგინა. მალაიზიის წარმომადგენელმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრმა, პოლკოვნიკმა, მოჰამედ საკრიმ დაადასტურა, რომ ჩანაწერები წესრიგშია. „მე ვაფიქსირებ, რომ „შავი ყუთი“, ხელუხლებელი, თუმცაღა ოდნავ დაზიანებულია“, - განაცხადა პოლკოვნიკმა და მადლობა გადაუხადა ბოროდაის.
ამავდროულად ბოროდაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარკინიგზო შემადგენლობა გარდაცვლილთა ცხედრები დონეცკის გავლით მალე ხარკოვში ჩაიტანდა.  
გაზეთი “New Straits Times”-ის უწყებით, მალაიზიის ხელისუფლება ახლო მომავალში აპირებს „შავი ყუთის“ საკუთარ ქვეყანაში გადატანას.