უცხოეთი
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი: „უკრაინული Су-25 მალაიზიის Boeing-ისგან 3-5 კმ-ის დაშორებით მიფრინავდა. Boeing-ის კატასტროფის დრო და აშშ-ის სატელიტის მიერ უკრაინის ტერიტორიის თვალყურის დევნა ერთმანეთს ემთხვევა
12-vidsverxu-zar1საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. რუსულმა ობიექტური მონიტორინგის საშუალებებმა უკრაინული Су-25-ი შეამჩნიეს, რომელიც სავარაუდოდ მალაიზიური Boeing-ის მიმართულებით მიფრინავდა, - განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მყოფმა, რუსული სამხედრო ძალების გენშტაბის გენერალ-ლეიტენანტმა, ოპერატიული მართვის ხელმძღვანელმა, ანდრეი კარტაპოლოვმა.
„ჩვენ დავაფიქსირეთ უკრაინული სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავი, რომელიც მალაიზიური
Boeing-ისგან 3-5 კილომეტრის სიშორიდან, მისი მიმართულებით მიფრინავდა“, - აღნიშნა მან. „СУ-25“ თავისი ტექმახასიათებლების მიხედვით, შეუძლია 10 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწიოს“, - ხაზგასმით აღნიშნა გენერალმა.
მის შეიარაღებაში არსებული Р-60-ის ტიპის „საჰაერო“ ჭურვებს შეუძლიათ სამიზნე 12 კილომეტრის დაშორებით ჩამოაგდონ (5 კილომეტრში კი გარანტირებულად)“. 
„ამის მტკიცებულებაა, როსტოვის სადაზვერვო ცენტრის მიერ დაფიქსირებული ვიდეოკადრები“, - განაცხადა კარტაპლიოვმა. - ჩვენ გვსურს მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რა მიზნით მიფრინავდა უკრაინული თვითმფრინავი სამოქალაქო გზით და რატომ მაინც და მაინც ერთსა და იმავე ეშალონზე მალაიზიურ Boeing-თან.