უცხოეთი
ისრაელის მინისტრმა ერდოღანს შეახსენა სომეხთა გენოციდზე: „თურქეთის ლიდერს არ აქვს უფლება ვინმე გენოციდში დაადანაშაულოს!“
1-mordus-zar2საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. ღაზას სექტორში ისრაელის არმიის მიერ ჩატარებულ ოპერაციებთან დაკავშირებით თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელი ცდილობს პალესტინის მოსახლეობისთვის გენოციდის მოწყობას. ამის საპასუხოდ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა, ისრაელ კაცმა შეახსენა თურქ ლიდერს სომეხთა გენოციდის შესახებ.   მინისტრმა აღნიშნა, რომ 1915 წლიდან 1918-ის ჩათვლით, ოსმანთა იმპერიის არსებობის მათ მიერ მოკლულ იქნა 600,000 სომეხი და სწორედ ამიტომ, თურქეთის ლიდერს არ აქვს უფლება ვინმეს „გენოციდში“ დასდოს ბრალი.
Russia Today“-ს უწყებით, ადრე ერდოღანმა ხისტად დაგმო ისრაელის საბრძოლო ოპერაციები ღაზას სექტორში. მან ისრაელის ქმედებებს პალესტინურ ანკლავში „სახელმწიფო ტერორი“ და „გენოციდი“ უწოდა.
„ამჟამად ისრაელი დაკავებულია ტერორიზმით, იგი ახორციელებს გენოციდს. იგი ისრაელი მსოფლიო მშვიდობას უპირისპირდება, მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა თურქეთის სახელმწიფოს ლიდერმა. ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ სანამ იგი პრემიერ მინისტრის პოსტზე იქნება, კარგს ვერაფერს იტყვის ისრაელზე. გარდა ამისა, მან ასევე განაცხადა, რომ ტელავივს უმთავრეს მიზნად აქვს დასახული არ მისცეს მოძრაობა „ჰამასსა და ფატხს“ გაერთიანდნენ. გამოდევნოს ჰამასი ეგვიფტესთან მოლაპარაკებების ასპარეზიდან ახლო აღმოსავლეთის რეგულირების პროცესზე. პრემიერმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი გამოიყურება გამარჯვებულად, იგი საბოლოოდ მაინც წააგებს“. სტამბულში მან პალესტინის ავტონომიის ლიდერი, მაჰმუდ აბასი მიიწვია. მხარეები გეგმავენ ახლო აღმოსავლეთში სამომავლო მოვლენების განხილვას.
ამასობაში, ღაზას სექტორში მომხდარმა თურქეთში არეულობა გამოიწვია.
პროტესტის აქციონერებმა, ანკარასა და სტამბულში ისრაელის დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ გამოთქვეს უკმაყოფილება ისრაელის სამხედროების ქმედებებზე, რომელთა გამოც იხოცება უდანაშაულო მოსახლეობა. თავის მხრივ, ტელავივმა გადაწყვიტა გაიყვანოს საკუთარი საკონსულოს თანამშრომელთა ნაწილი თურქეთიდან. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა.