უცხოეთი
Huffington Post: “Boeing-თან დაკავშირებულმა ტრაგედიამ კვლავ აჩვენა მსოფლიოს აშშ-ის თვალთმაქცობა! ახსოვთ თუ არა ამერიკელებს ირანის სამოქალაქო თვითმფრინავი, ყოველგვარი ბოდიშის მოხდის გარეშე ჩამოგდებული სპარსეთის ყურეში
1-ruinification-zar1საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. კალიფორნიის დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ანალიტიკოსმა, ნაციონალური უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, აივან ელანდმა გაკიცხა ამერიკული მთავრობა და მედია თვალთმაქცობისა და ისტორიის უცოდინრობის გამო.  
Huffington Post-თან საკუთარ სტატიაში იგი შეახსენებს მკითხველებს, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ უკვე ჩამოაგდო სამოქალაქო ავიალაინერი და სრულებით არ ნანობდა ამას.   „ახსოვთ თუ არა ამერიკელებს ირანის სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც მათ ყოველგვარი ბოდიშის მოხდის გარეშე სისტემა Aegis-ით ჩამოაგდეს სპარსეთის ყურეში. 1980 წელს როდესაც შეერთებული შტატები ჩაერია ირანისა და ერაყოს ომში, მათ მხარი სადამ ჰუსეინს დაუჭირეს?
რა თქმა უნდა არა, რადგან ამერიკა ისტორიით არ ინტერესდება“, - წერს ელანდი.
ავტორი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მალაიზიური ლაინერმა საბრძოლო მოქმედებების ზონას გადაუფრინა. მისი აზრით, ეს მოხდა სწორედ იქ, სადაც ტრაგიკული შემთხვევის ყველა პირობა არსებობს. „დასავლური გამოძახილები „სამხედრო დანაშაულზე“ შეუსაბამოა. 
„ამაში დანაშაული უკრაინულ მთავრობას მიუძღვის, რომელმაც რატომღაც არ შეზღუდა სამოქალაქო თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე“,
- მიაჩნია ელანდს.

თუმცა ამერიკული მას მედია მომხდარში „რეფლექტორულად“რუსულ მხარეს ადანაშაულებდა, რადგან იგი „ადვილ სამიზნეს“ წარმოადგენდა. ყველაფრის რეზულტატად, ანალიტიკოსის მოსაზრებით, შტატებმა ისევ მოახდინეს მსოფლიოსთვის საკუთარი თვალთმაქცობის დემონსტრირება.
აშშ-ში შეხედულება ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებზე ასეთია: ცივი ომის დასრულებისას „კეთილგანწყობილმა“ აშშ-მ რუსეთი "დიდი რვიანის" წევრ ქვეყნად აქცია და  დემოკრატიის შენების მიზნით მას „ექსპერტები“ მიუჩინა.
თუმცა, როგორც ელანდი წერს, რუსებმა „სასტიკ“ პუტინს „ნება დართეს“ დემოკრატიულობისკენ სწრაფვის ყოველგვარი მცდელობის განადგურება. ხოლო ამერიკა თავს უარყოფილად გრძნობს, რადგან რუსეთს არ სურს მას დაემსგავსოს“, - თვლის ანალიტიკოსი.
ამასთან იგი აშშ-ს „ამნეზიას“ აბრალებს, რადგან შტატებს დაავიწყდათ თუ რა როლს ასრულებდნენ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში.
გარდა ამისა, „იმის დანახვა, თუ როგორ ინგრევა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ბუფერული ზონა, იგი ყველაფერს აკეთებს მის გადასარჩენად... ხოლო აშშ-ის თვალთმაქცობა, რომელიც აკრიტიკებს რუსეთს იმიტომ, რომ იგი საკუთარ ბუფერულ ზონას ამაგრებს, პირდაპირ აღმაშფოთებელია“, - წერს აივან ელანდი.