უცხოეთი
საჰაერო ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაციის დირექტორი, ტონი ტაილერი: „’ИАТА’-მ გამოიტანა განაჩენი - კატასტროფაში დამნაშავეა უკრაინა!”
1-boeing-zar3საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საჰაერო ტრანსპორტირების საერთაშორისო ასოციაციის დირექტორი, ტონი ტაილერმა განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ კიევს ეკისრება. „ის ავიახაზი, რომელზეც ლაინერები დაფრინავენ განსაზღვრავს საჰაერო სივრცის ტერიტორიას, ხოლო მასზე არსებული წესდება და კონტროლი არსებულ სახელმწიფოს ეკისრება“, - ტაილერის განცხადებას ციტირებს  “The Sydney Morning Herald” -ი.
ტაილერმა ავია ფრენა ჩვეულებრივ საგზაო მოძრაობას შეადარა. თუ გზა ხსნილია, ავტომობილის მძღოლს ესმის, რომ იგი უსაფრთხოა და სწორედ ამიტომ აგრძელებს სვლას. ხოლო, თუ კი გზა რაიმე მიზეზების გამო დაიკეტა, მძღოლი გზის გასაგრძელებლად ალტერნატიულ ვარიანტს ეძებს. მალაიზიის ტრანსპორტის მინისტრმა, ლაიოუ ტიონგ ლაიმ განაცხადა, რომ Boeing 777-ის პილოტმა  მიიღო განკარგულება თვითმფრინავით 10 კმ-ის სიმაღლეზე ეფრინა. თუმცა უკრაინელმა დისპეჩერმა მოითხოვა სიმაღლის 500 მეტრით შემცირება. ტაილერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გავლენა იქონია ამან თვითმფრინავის დაუცველობაზე მისი მიმართულებით ნასროლი ჭურვის საპირწონედ.
„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით განხორციელებული ფრენები იყო სავსებით ლეგიტიმური. თუმცა მე მსურს, ქვეყანაში არსებული არეულობის გათვალისწინებით, დავსვა კითხვა იყო თუ არა ჭკვიანური საჰაერო სივრცის გახსნა სამოქალაქო თვითმფრინავისთვის?“, - კითხულობს „ИАТА“-ს ხელმძღვანელი.
აქამდე უკრაინის ხელისუფლებამ, საერთაშორისო გამოძიების ჩატარების დალოდების ნაცვლად, მომხდარში მეამბოხეები დაადანაშაულა, მაშინ, როდესაც აშშ და ევროპელი ლიდერები ელოდებოდნენ გამოძიების მიუკერძოებელ და ობიექტურ განაჩენს. ტრაგედიის მსხვერპლად 298 ადამიანი იქცა.