უცხოეთი
საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალი: რუსეთის ფედერაცია მიიღებს საპასუხო ზომებს დასავლეთის მიერ რუსული სპეცსამსახურების გაძევების შემთხვევაში
1-vajnost-zar1საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საგარეო დაზვერვის სამსახურის გენერალ-ლეიტენანტ, ლეონიდ რაშეტნიკოვის მოსაზრებით, მიღებული ზომები იქნება ადეკვატური დასავლეთის შესაძლო გადაწყეტილების საპასუხოდ, თუ ისინი იქ მომუშავე რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს გააძევებენ. „რუსეთის ფედერაცია მიიღებს საპასუხო ზომებს, თუ რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს დასავლეთიდან გააძევებენ, უპირველესად ევროპიდან, აშშ-დან და კანადიდან“, - განაცხადა რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, საგარეო დაზვერვის სამსახურების გენერალ-ლეიტენანტმა, ლეონიდ რეშეტნიკოვმა.
„თუ დასავლეთი კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას განდევნოს ჩვენი თანამშრომლები საკუთარი ქვეყნებიდან, ჩვენ საპასუხოდ მათი აგენტებისა და ჯაშუშების მთელს ეშელონებს გავგზავნით“, - დაამატა რეშეტნიკოვმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი შემთხვევა 1983 წელსაც მომხდარა, როდესაც საფრანგეთიდან 47 ჯაშუშობაში ბრალდებული სსრკ-ს წევრი თანამშრომელი დაითხოვეს. ამავე რაოდენობის ფრანგები სსრკ-მ საპასუხოდ უკან საფრანგეთში განდევნა.