უცხოეთი
ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომელი, რეი მაკგოვერნი: „არ გამოვრიცხავ ბოროტ სცენარს, რომელშიც აშშ-ისა და პოროშენკოს შეთქმულებით თვითმფრინავი ჩამოაგდეს
1-cia-zar2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. დაზვერვის ანალიტიკოსი, რეი მაკგოვერნის დასკვნით - კატასტროფის განზრახვა ძირეულად განსხვავდება დასავლეთის ოფიციალური პოზისიისგან.
„ღამის მოსკოვი“ დაუკავშირდა ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, თანამშრომელს, რეი მაკგოვერნს, რომელიც ჯერ კიდევ რეიგანსა და უფროს ბუშზე მუშაობდა. მისი დასკვნა ძირეულად განსხვავდებოდა დასავლეთის ოფიციალური პოზიციისგან.
ინტერვიუში ანალიტიკოსი პასუხობს:
- როგორ ფიქრობთ, რატომ აბრალებს პრემიერ-მინისტრი კამერონი Boeing-ის ჩამოგდებას რუსეთს ასე თავგამოდებით?
- სინამდვილეში საქმე არ შეცვლილა, იგივე განცხადებას უწინ ობამაც აკეთებდა. და არ ღირს იმის მოლოდინში ყოფნა, რომ ბრიტანეთის მინისტრი რაიმე ისეთს იტყვის, რაც ოდნავ მაინც არ ემთხვევა ვოშინგტონის განცხადებას. ბრიტანეთი, აშშ-ის ვასალია და მათი პრემიერ მინისტრი დავალებებს ვოშინგტონისგან იღებს.
- თქვენი აზრით არის თუ არა რუსეთი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი?
- დავიწყოთ იმით, უჭერს თუ არა რუსეთი მხარს აღმოსავლეთ უკრაინას? ასე რომ ყოფილიყო, მაშინ მათი საბრძოლო აღჭურვილობა უფრო ძლიერი იქნებოდა. მათ კი აღჭურვილობა არ აქვთ. ჩემი აზრით დანაშაული უკრაინას მიუძღვის, რადგან მათ ამისთვის ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ. (სრული ინტერვიუ იხილეთ აქ.)