უცხოეთი
სააკაშვილმა გამოცდილება გაგვიზიარა - უკრაინა ნაწილებად დაიშალა, ომის პერიოდია, პრემიერ მინისტრი იაცენიუკი გადადგა, კოალიცია ევროპული არჩევანი დაიშალა, მოსალოდნელია ახალი საპარლამენტო არჩევნები
1-sombrero-zar1საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. გუშინ, უკრაინის პრემიერ მინისტრმა, არსენ იაცენიუკმა, უმაღლესი რადას სხდომაზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს პარლამენტში კოალიცია „ევროპული არჩევნის“ დაშლის გამო. ეს ინფორმაცია საქინფორმმა თავის მკითხველს ჯერ კიდევ 14 ივლისს მიაწოდა.
„იმ შემთხვევაში თუ ახალი კოალიცია არ იარსებებს, ხოლო ამჟამინდელი კოალიცია საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაში დაიშალა, მაშინ ხელისუფლება და პრემიერი ვალდებულნი არიან გადადგნენ. მე თანამდებობას ვტოვებ კოალიციის დაშლისა და სახელისუფლებო ინიციატივების დაბლოკვის გამო“, - აცხადებს იაცენიუკი.
მანამდე, ხუთშაბათ დღეს ორმა საპარლამენტო ფრაქციამ - „დარტყმამ“ და „თავისუფლებამ“, ასევე არაფრაქციული დეპუტატებისა და „ბატკივშინის“ პარლამენტარების რიცხვმა განაცხადეს საპარლამენტო კოალიციიდან გამოსვლის შესახებ, რაც უმაღლესი რადას დაშლის პროცესის დაწყებაზე მიუთითებს. როგორც ფრაქცია „ბატკივშინას“ სახალხო დეპუტატმა, ნიკოლაი ტომენკომ განაცხადა ვადამდელი არჩევნები უკრაინაში შესაძლოა 2014 წლის 26 ოქტომბერს დაინიშნოს.