უცხოეთი
აშშ-ის კონგრესს სურს პრეზიდენტ ობამას გასამართლება იმავე მუხლით, რა მუხლიც გუშინ ბრალდებულ სააკაშვილს წაუყენეს - „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“

1-Blackpeople-zar2საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რეგლამენტის კომიტეტს განზრახული აქვს, კენჭისყრაზე დააყენოს ქვეყნის პრეზიდენტ ბარაქ ობამას გასამართლება უფლებამოსილებების გადამეტების გამო. კომიტეტის თავმჯდომარე პიტ სეშნსის განცხადებით, „კანონები მარტო წინადადებათა კრებული არ არის, რომელთა შერჩევაც პრეზიდენტს საკუთარი შეხედულებებისამებრ შეუძლია“. მისი თქმით, „სისტემა სხვაგვარად მუშაობს“. თუკი წარმომადგენელთა პალატა აღნიშნულ წინადადებას ხმას მისცემს, დოკუმენტს ფედერალურ მოსამართლეს გადაუგზავნიან, რომელიც გადაწყვეტს, გააჩნია თუ არა მას იურიდიული ძალა. დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოთხოვნას თავად ობამას ადმინისტრაციას გადაუგზავნიან. ამგვარად, მთელი პროცესი თვეობით გაგრძელდება.

უწინ პრეზიდენტ-დემოკრატთან სასამართლო დავის სურვილი წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბაინერმა გამოთქვა, რომელმაც ქვეყნის მეთაური სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში და ქვეყნის სხვა კანონების დარღვევაში დაადანაშაულა. თუმცა, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სარჩელი არ წარმოადგენს პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მცდელობას.