უცხოეთი
სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების გამო სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები დემონსტრანტებს გაუსწორდნენ, სასტიკად ცემეს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ჟურნალისტები

1-taz-zar3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება ქვეყნის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, ასევე შს ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, ისინი სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებაში არიან დადანაშაულებული, რისთვისაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის განცხადებაშi აღნიშნულია, რომ, პირველ რიგში, საუბარია 2007 წლის 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის დარბევაზე, იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედში“ უკანონო შეჭრაზე და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების მიზნით ჩადენილ დანაშაულებრივ ქმნედებებზე.

გენპროკურატურის ცნობით, 2007 წლის 7 ნომებერს სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრზანების საფუძველზე, თბილისში, რუსთაველის პროსპექტსა და რიყის მოედანზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, სასტიკად ცემეს ასობით მშიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და ჟურნალისტები. უწყება აღნიშნავს, რომ იმავე დღეს საქართველოს შსს სპეცნაზი, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შეიჭრა ტელეკომპანია „იმედის“ ოფისში, დაამსხვრია აპარატურა და ცემა ტელეკომპანიის თანამშრომლები და იქ მისული მოქალაქეები. ამის შემდეგ, სააკაშვილის ბრძანებით, საქართველოს უმაღლესი თანამდებობების პირებმა დაიწყეს პატარკაციშვილის ქონების - ტელეკომპანია „იმედის“, მთაწმინდის პარკის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და სხვ. ხელში ჩაგდების უკანონო პროცესი.

უწყების ცნობით, „დასრულების ფაზაშია ამ და სხვა საქმეების გამოძიება, რომელთა გამოც სააკაშვილი მოწმის სახითაა პროკურატურაში დაბარებული".

22 მარტს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სააკაშვილი მოწმედ გადის რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმეში.