უცხოეთი
საქინფორმის მთავარი რედაქტორის პროგნოზი კვლავ გამართლდა - რუსეთი საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს!

1-prognz-zar-1საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. 2013 წლის 29 ნოემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ვილნიუსის სამიტის დახურვის დღეს აზერბაიჯანულმა გაზეთმა „Каспiй“ გამოაქვეყნა არნო ხიდირბეგიშვილის სტატია სამიტი ქართული ელიტისათვის: საქართველო ევროკავშირთან ასოცირებით მხოლოდ ვალდებულებებს იძენს უფლებების გარეშე!”, სადაც საქინფორმის მთავარი რედაქტორი აფრთხილებს: „ისეთივე ღატაკი, როგორც ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკია, ხორვატია, საბერძნეთი (სულ ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები!), მაგრამ ამაყი საქართველო ჯიუტად მიისწრაფვის ევროკავშირთან სრული პოლიტიკური და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, თუმცა საქართველოს არ აქვს არც აზერბაიჯანული ნავთობი, არც უკრაინული ხორბალი! მაგრამ ის ევროპული ბაზრის ქართული ღვინით, “ბორჯომით” და მანდარინებით დაპყრობას იმედოვნებს, რადგან მთელი დანარჩენი პროდუქცია “Made in Georgia” ევროსტანდარტამდე ვერაფრით ქაჩავს და, “ევროკავშირის დარგობრივ ეკონომიკურ პოლიტიკასთან კონვერგენციის” გამო დაკარგავს რა მისთვის ერთადერთ მისაწვდომ რუსეთის ბაზარს, ექსპორტისთვის მოუთხოვნადი დარჩება“.

2014 წლის 26 მაისს ИА REX-სა და ИНФОРОС-თან, გაზეთ „Каспiй“-სა და ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი კიდევ ერთელ იმეორებს: გადავა რა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში, საქართველოს მოუწევს, აწარმოოს და მოიხმაროს მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებს ევროსტანდარტს და ამით საბოლოოდ გააპარტახებს ისედაც სულთმობრძავ სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას, მცირე და საშუალო ბიზნესს. ამასთან საქართველოსთვის კვლავ დაიკეტება რუსული ბაზარი, სადაც მარტო 2013 წელს 2012 წელთან შედარებით 96 პროცენტით მეტი - 22 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა“.
და აი გუშინ, 2014 წლის 30 ივლისს, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 18 ივლისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის პუნქტების უმეტესობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისაფალი სავაჭრო ზონის ნაწილის ჩათვლით (DCFTA, რომელიც ძალაში შევა 2014 წლის 1 სექტემბერს) რფ-ის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა მთავრობის დადგენილება რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტის შესახებ. როგორც დებულების პროექტშია აღნიშნული, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეწყვეტა (რომელსაც ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 1994 წლის თებერვალში) შეთანხმებულია რუსეთის დარგობრივი უწყებების  - საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროების მიერ.

 

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 31 ივლისი
საქართველო, თბილისი