რედაქტორისგან
„ვურჩევ აზერბაიჯანელებს, გაიხსენონ 300 მლნ დოლარი, რომელიც სააკაშვილმა სარქისიანს გამოართვა“ - Vesti.az-ის ბლიც-ინტერვიუ ქართველ ანალიტიკოსთან, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან

redaq-3-GEO-pirvel-rigshiსაქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. Vesti.az-ის ბლიც-ინტერვიუ ქართველ ანალიტიკოსთან, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილთან.
-საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში საქართველოს ექსპრეზიდენტი სააკაშვილია. დავიწყებ მთავარი საკითხიდან - დაბრუნდება თუ არა იგი დიდ პოლიტიკაში?
-ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბრუნება ხელისუფლებაში, ან უბრალოდ, ქართულ პოლიტიკაში აბსოლუტურად გამორიცხულია. მიზეზი ძალიან ბევრია.
მთავარი მიზეზი - რა ცუდიც არ უნდა იყოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, სააკაშვილის დიქტატურა, მიუხედავად ზოგიერთ სფეროში გატარებული რეფორმებისა, ქართველი ხალხის მეხსიერებაში დარჩება როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის პერიოდი, როგორც პოლიციის თვითნებობის, მასობრივი მკვლელობების ეპოქა, ამასთან, როგორც პოლიტიკური ოპონენტების, ისე სავსებით უდანაშაულო ადამიანებისა.

რა დაგვავიწყებს, თუ როგორ მოკლეს პრემიერი ჟვანია, სასიკვდილოდ აწამებდნენ ციხეებში,  აუპატიურებდნენ და რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ადანაშაულებდნენ ადამიანებს? როცა ცოლებსა და ქალიშვილებს მამებისა და ქმრების თვალწინ აუპატიურებდნენ, როცა ყველას ტოტალურად უთვალთვალებდნენ და ყველაფერს ტოტალურად იწერდნენ დისკებზე - 120000-ზე მეტი საიდუმლო აუდიო და ვიდეოჩანაწერი ახალი ხელისუფლების პირობებში გაანადგურეს! როგორ დავივიწყოთ ეს ყველაფერი?!
- გამოდის, ქართველები იმის მომხრე არიან, რომ სააკაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს?
- ყველა ქართველის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 08.08.08 ომის გამო, თავისი ხალხის წინააღმდეგ ომის გამო, იგი, ადრე თუ გვიან, უეჭველად გასამართლდება!
- თქვენ თავად ახსენეთ სააკაშვილის მიერ გატარებული რეფორმები. გამოდის, სააკაშვილი ყველაზე ცუდი პოლიტიკოსი როდია საქართველოს ისტორიაში...
-სააკაშვილი ხელისუფლების სათავეში დანაშაულებრივი - სახელმწიფო გადატრიალების გზით მოვიდა და საქართველოს კურატორს
- აშშ-ს რომ იგი ივანიშვილის ხელით არ მოეცილებინა, საქართველოში უკვე იწყებოდა “გრძელი ხანჯლების ღამე” - სისხლიანი ანგარიშსწორებისა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში მზად იყო გასანადგურებელ ადამიანთა გრძელი სიები.
-აშშ-ს ხელით? აშშ თავის მოკავშირეს წირავს?!
-სააკაშვილის დაბრუნება არ შედის არც აშშ-ის, არც ევროპის გეგმებში, რომელთა ლიდერებისთვის იგი დიდი ხანია მიუღებელი იყო (მერკელი, ბერლუსკონი და სხვ.), ასევე არც მოქმედი ხელისუფლების გეგმებში, რომელიც დიდი ხნით მოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ბაქო ხშირად ქარაგმულად მიუთითებდა სააკაშვილის პროვოკაციულ ქმედებებზე აზერბაიჯანის მიმართ, მაგრამ ილჰამ ალიევი - სახელმწიფო მოღვაწეა, რომელსაც არასოდეს უმსჯელია ამაზე ხმამაღლა, თუმცა ინფორმაცია გამუდმებით ჟონავდა.
უკრაინა - სამხედრო დამნაშავის უკანასკნელი საწოლარია, რადგან კავკასიაში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის შუღლის ჩამოგდება მან ვერ შეძლო, თუმცა თავს იქაც დაუცველად გრძნობს. პოროშენკო სააკაშვილისა და მისი გუნდისგან დისტანცირებას ახდენს.
დღითიდღე, და კიდევ დიდხანს შევიტყობთ სააკაშვილის ახალ დანაშაულებზე - დამტკიცდება მისი ბრალი ან უშუალო მონაწილეობა ჟვანიას, ოლიგარქ პატარკაციშვილის, აკადემიკოს შარაძის მკვლელობაში, დღისით-მზისით თბილისის ცენტრში რომ ჩაცხრილეს, ასევე პოპულარული ტელეწამყვანი სანაიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი კიწმარიშვილისა, 3 კვირის წინ რომ მოკლეს.
დასასრულ, ვურჩევ აზერბაიჯანულ მხარეს, გაიხსენოს ის 300 000 000 მლნ დოლარი, რომელიც სააკაშვილმა ჟვანიას მეშვეობით პრეზიდენტ სარგსიანისგან მიიღო - ვითომდა ახალქალაქი-ბათუმის გზის მშენებლობისათვის გოდერძის უღელტეხილის გავლით (გადარიცხვა განხორციელდა სოროსის ფონდის მეშვეობით). მან მიისაკუთრა ეს ფული და სკანდალი რომ მიეჩქმალა, სარგსიანი საქართველოს უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

ესაუბრა ვუგარ გასანოვი