უცხოეთი
„უნგრეთს არ სურს რუსეთთან მეგობრობით გარისკვა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე...

zarub-1საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პროექტ „სამხრეთის ნაკადს“ ქვეყნისთვის მომგებიანად მიიჩნევს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. განცხადება ევროპაში  რუსეთის წინააღმდეგ იმ ახალი სანქციების განხილვისას გაკეთდა, რომლებიც შესაძლოა ენერგეტიკულ სექტორს შეეხოს.

თუ გაზსადენმა „სამხრეთის ნაკადმა“ ჩვენს ქვეყანაზე უნდა გაიაროს, რათა კარგი საქმიანი ურთიერთობები შეგვინარჩუნდეს რუსეთთან, რა თქმა უნდა. მხარს ვუჭერთ „სამხრეთის ნაკადს“, - განაცხადა ორბანმა.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გასულ ხუთშაბათს ბუდაპეშტში, პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი მიიღო. სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაულებში ბრალდებულმა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, რომელიც ორბანმა უწინ სისხლის სამართლებრივ დევნაში მყოფ საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს მისცა.