უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ჟურნალ „The Economist”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში თავს განხიბლულად არ გრძნობს

zarub-2საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. თავს განხიბლულად არ ვგრძნობ, - აღნიშნა ობამამ, - ჩვენ ძალიან პროდუქტიული ურთიერთობები გვქონდა პრეზდიენტის პოსტზე დიმიტრი მედვედევთან ყოფნისას. ბევრი ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა.
ამასთან მან რუსეთი ორსახოვან იანუსს შეადარა, რომელიც ერთდროულად დასავლეთისა და აღმოსავლეთისაკენ იყურება.

რფ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტზე საუბრისას ობამამ აღიარა, რომ ხანმოკლე პერსპექტივაში ვლადიმერ პუტინს „შეუძლია პოლიტიკური პოპულარობით სარგებლობდეს სამშობლოში და სერიოზულ შეშფოთებას იწვევდეს საზღვარგარეთ“. მიუხედავად ამისა, თეთრი სახლის მეპატრონე ვარაუდობს, რომ იგი „ძლიერი დაძაბულობის ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში შესაძლოა სახიფათო იყოს რუსეთისთვის“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა რფ-ში არსებულ სიტუაციაზე და შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა ცხოვრების დონე და რეგიონული საუფრთხოების პრობლემები. ობამას განცხადებით, რუსეთი წარმოადგენს „რეგიონულ გამოწვევას, რომელზეც აშშ-მ გაბედულად უნდა მოახდინოს რეაგირება“.

ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს გამოწვევები არ მიგვიყვანს დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციამდე და ბირთვული იარაღი ხელახლა არ იქცევა განხილვის ობიექტად საერთაშორისო პოლიტიკაში", - მიაჩნია ამერიკის პრეზიდენტს.