უცხოეთი
სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები: სერჟ სარქისიანი და ილჰამ ალიევი მომავალ კვირას, 8-9 აგვისტოს, ერთმანეთს შესაძლოა სოჭში შეხვდნენ ყარაბაღის პრობლემის განსახილველად

zarub-3საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ორვიკ აბრამიანი: „დიდი ალბათობით, შეხვედრა შედგება. ვიმედოვნებ, რომ მასზე მიიღწევა შეთანხმება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
როგორც საქინფორმის მკითხველისთვის უკვე ცნობილია, ბოლო დღეებში შეინიშნება დაძაბულობის მკვეთრი ესკალაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დაირღვა, რამაც ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 14 აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე, არიან დაჭრილები. აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ თავისი მხრიდან სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

მთავრობის აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძრვანელი ტიგრან აბრამიანის თქმით, შეხვედრა ინიცირებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ.