უცხოეთი
„კარგად მოგვექცნენ: გვასვეს, გვაჭამეს, დაძინება შევძელით...“ - ათასობით უკრანელი სამხედრო, რომლებმაც იარაღი დატოვეს და ტექნიკა გაანადგურეს, ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლების ზონიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდნენ

zar-2-otneslisსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საუბარია იმ დაჯგუფების ნაშთებზე, ერთი თვის წინ ე. წ. სამხრეთის ქვაბში, ალყაში რომ მოხვდნენ. მას შემდეგ, რაც სარდლობის მცდელობები, მოეხდინათ მისი დებლოკირება, მარცხით დასრულდა, 72-ე ბელოცერკოვის მოტორიზებული ბრიგადის სამხედროებმა ხსნა რფ-ში იპოვეს.

«Ъ» -ის მოსაუბრეთა აზრით, ამ მაგალითს შესაძლოა „სამხრეთის ქვაბის“ სხვა ნაწილების ნაშთებმაც მიმართონ. ამ შემთხვევაში უკრაინული დაჯგუფება, რომელიც თავდაპირველად 5 ათას კაცს ითვლიდა, ფაქტობრივად არსებობას შეწყვეტს, რაც კიევის ყველაზე მტკივნეულ დამარცხებად და ძალოვანი ოპერაციის დასაწყისად იქცევა.

როგორც გუშინ რფ-ის ეფ-ეს-ბეს როსტოვის ოლქის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვასილ მალაევი იტყობინებოდა, მთლიანად რუსეთის ტერიტორიაზე 438 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 164 მესაზღვრე გადავიდა, ხოლო შახტიორში ტყვედ ჩაბარდა 702 კაცი უკრაინის არმიიდან. კიევშიც დაადასტურეს, რომ „72-ე მოტორიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა დიდი ჯგუფი“ იძულებული გახდა, რფ-ს საზღვარი გადაეკვეთა. ვასილი მალაევმა განმარტა, რომ უკრაინელებს ჰუმანიტარული კორიდორი გაუხსნეს. მისი თქმით, „სპეციალურად გახსნილ საველე ბანაკში მათ შხაპის მიღების საშუალება და სუფთა ტანსაცმელი მისცეს, დააპურეს“, რის შემდეგაც 180-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გამშვები პუნქტი „მატვეევის კორღანის“ გავლით სამშობლოში დაბრუნდა. ერთ დღე-ღამეში ტრანსპორტი დანარჩენების გადასაყვანადაც დაბრუნდება.

ექსპერტების ვარაუდით, უახლოეს ხანებში 72-ე მოტორიზებული ბრიგადის ჯარისკაცების მაგალითს შესაძლოა „სამხრეთის ქვაბში“ დაბანაკებულმა ორი სხვა დანაყოფის ნაშთებმაც მიმართონ. ამ შემთხვევაში ალყაშემორტყმული დაჯგუფება ფაქტობრივად არსებობას შეწყვეტს.