უცხოეთი
რასმუსენმა რუსეთი და უკრაინა განსაჯა, რისთვისაც პარაშენკომ იგი უმაღლესი ჯილდოთი - თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

1zar-3-sekretar-mainსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 7 აგვისტოს, კიევში, ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა ნატოს გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი, რათა ნატოს სახელით „მხარი დაეჭირა უკრაინისთვის რუსეთის აგრესიის პირობებში“. ამისათვის პიოტრ პარაშენკომ მას უმაღლესი ჯილდო - თავისუფლების ორდენი გადასცა, რომლითაც უკრაინაში უცხოელებს აჯილდოებენ (უწინუცხოელებისათვის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს საწმისის ორდენით საქართველოში იგი სააკაშვილმა დააჯილდოვა).

პსაკის კლასელმა და გეოგრაფიაში ოროსანმა რასმუსენმა უკრაინის კონფლიქტი განიხილა, რუსეთი მხარედ აღიარა და მისგან „უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა და სამხედრო მოქმედებების დასაწყებად სამშვიდობო საბაბების გამოუყენებლობა მოითხოვა“.

გონიერი რასმუსენი, როგორც ჩანს, სულ დაიბნა - ბოლოსდაბოლოს, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის თუ „სამხედრო მოქმედებების დასაწყებად სამშვიდობო საბაბების გამოყენებას“ აპირებს?

კიევში თავისი ვიზიტის შედეგებზე ნატოს გენმდივანმა ასევე განაცხადა, რომ „ნატო ამიერიდან წყვეტს ნებისმიერ თანამშრომლობას რუსეთთან და ზრდის კიევის მხარდაჭერისა და თანამშრომლობის დონეს, რადგან მოსკოვი ხელს არ უწყობს კონფლიქტის დესკალაციას აღმოსავლეთ უკრაინაში, პირიქით, ახდენს სიტუაციის დესტაბილიზებას პრორუსული სეპარატისტების მხარდაჭერის გზით, რომლებიც უკრაინის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან“.

თუმცა, ნატომ მაშინვე უარყო თავისი გენმდივნის განცხადება: „რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, რომელზეც გენერალური მდივანი კიევში ყოფნისას ლაპარაკობდა, ჯერ კიდევ 1 აპრილს იქნა მიღებული ნატოს წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. არავითარი ახალი გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ მიღებულა“, - ნათქვამია ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

1zar-3-sekretar-down