უცხოეთი
სააკაშვილი სასწრაფოდ გამოიძახეს პოლონეთიდან კიევში, სადაც ახალი ნეზალეჟნის მაიდანი დაიწყო! ვარშავაში სააკაშვილი თავშესაფარსა და ღარიბაშვილის ჩამოგდებაში დახმარებას ითხოვდა

1zar-2-miSa-mainსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ ქალაქის ხელისუფლების წაუმატებელი მცდელობა, გაეწმინდათ მაიდანი და კარვების ქალაქის დემონტირება მოეხდინათ, პოლიციასთან მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. კიევის ცენტრი ცეცხლწაკიდებული საბურავების შავ კვამლში გაეხვია, კვლავ ფეთქდებოდა მოლოტოვის კოქტეილები! დღეს კი აქტივისტები ხელახლა ამაგრებენ ბარიკადებს მაიდანზე, რისთვისაც მასიურად აიღეს ტროტუარის ფილები, რითაც ბარიკადებს ამაგრებენ მთავარ ფოსტასთან, ქალაქის მერიამ ერთი თვის წინ რომ აღადგინა. მაიდანზე მუსიკოსები სიმღერებს ასრულებენ გიტარაზე, სცენის წინ რამდენიმე ათეულ კაცია. მთლიანად მაიდანზე მშვიდი სიტუაციაა, თუმცა, მნიშნელოვანი გამოცოცხლება შეინიშნება ქალაქის მერიის მხრიდან.

პარაშენკომ მხარდასაჭერად ვარშავიდან კიევში სასწრაფოდ უხმო „ნეზალეჟნი“ სააკაშვილს, რომელიც იქ სენატის მარშალ ბორუსევიჩს, საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკისა და სხვებს ხვდებოდა. პოლონეთში სააკაშვილი პროპაგანდის საკითხებში თავის რეიხსლაიტერთან, უშიშროების საბჭოს ექსმდივან გიგა ბოკერიასა და განსაკუთრებით დაახლოებულ ნაცპარლამენტარ დავით საყვარელიძესთან ერთად იმყოფებოდა. განიხილებოდა საქართველოში, ხელისუფლების სათავეში, მისი დაბრუნების შესაძლებლობები, ასევე, პოლონეთის მიერ სააკაშვილისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის საკითხი.

1zar-2-miSa-2 1zar-2-miSa-3
1zar-2-miSa-4 1zar-2-miSa-5
1zar-2-miSa-6 1zar-2-miSa-7
1zar-2-miSa-8 1zar-2-miSa-9
1zar-2-miSa-10 1zar-2-miSa-12
1zar-2-miSa-13 1zar-2-miSa-14
1zar-2-miSa-15 1zar-2-miSa-16