რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინიტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს: „ვინ არის დობერმანი?“

1doberman-pravo-1-mბატონო მინიტრო!
2014 წლის 19 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის ციურიხიდან მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა: ქართველი ოფიცრები, რომლებიც უკვე საკმაო რაოდენობით ეხმარებიან და კონსულტაციებს წევენ უკრაინაში, საქართველოს კონტრდაზვერვაში გამოიძახეს და უთხრეს - თქვენი სიარული უკრაინაში არასასურველია, თუ ჩვენი გეოპოლიტიკური ორიენტაცია ხვალ შეიცვლება, პრობლემებს შეგიქმნით“.
ამით პროვოკატორი სააკაშილი, რომელიც მზადაა მსხვერპლად შეწიროს საქართველო ხელისუფლებაში თავის დაბრუნებას და ღარიბაშვილის ხელისუფლების დამხობას, პირდაპირ უცხადებს კრემლს, რომ ქართველი ოფიცრები უკრაინაში დაქირავებულ მებრძოლებად იბრძვიან. სწორედ მოქმედი, რადგან თადარიგის ოფიცრები სამოქალაქო პირები არიან და კონტრდაზვერვას უფლება არა აქვს, მათ მითითებები მისცეს.

ამით სააკაშვილი კრემლს უცხადებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება რუსეთს ატყუებს - ერთი მხრივ, თითქოს აწესრიგებს მასთან სავაჭრო და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ - პროფესიონალ სამხედროებს უკრაინაში მისი მომხრეების დასახოცავად აგზავნის. ანუ საქართველო ირიბად აგრძელებს ომს რუსეთთან, რომელიც სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოსში დაიწყო.
ამით სააკაშვილი კრემლს უცხადებს, რომ რუსეთის „გე-რე-უ“- სა და „ფე-ეს-ბე“ - ს ყველა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, სპეციალურ ბანაკებში ბოევიკებს ამზადებდნენ რუსეთთან საომრად ჩეჩნეთში, სიმართლე იყო, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება კიდევ უფრო შორს წავიდა და დღეს უკრაინაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკადრო ოფიცრებს აგზავნის.
სააკაშვილის ზემოხსნებული ტელეინტერვიუდან თითქმის მაშინვე, ინტერნეტში, YouTube-ზე გამოჩნდა 5 ტელეინტერვიუ ვინემ „დობერმანთან“, რომელიც თავს ქართველად, 10-წლიანი სტაჟის მქონე ქართველ პოლიციელად ასაღებს, რომელიც დღეს უკრაინის ნაციონალური გვარდიის „დონბასის“ ბატალიონში იბრძვის. აი ის 5 ვიდეო, სადაც “ივანიშვილი - მტერია, სააკაშვილი - ყოჩაღი ბიჭი, მერაბიშვილი კი - ტვინი:

1. http://www.youtube.com/watch?v=i7BJZ9RVG20
2. https://www.youtube.com/watch?v=6M54Qj0FFWE
3. https://www.youtube.com/watch?v=yuSYHTjwCqQ
4. https://www.youtube.com/watch?v=r1TDhzhQ4ZY
5. https://www.youtube.com/watch?v=OCW0drf7w6I

ბატონო მინისტრო!

სააკაშვილის თანამოაზრეებმა, რომელთაგან ერთი სააკაშვილის მეგობარი „დობერმანია“, მიშასავით ცხვირს თითით რომ იხოცავს, პრემიერი ღარიბაშვილი ვინმე „ჰაკიმ-ფაშას“ სახელით ჯიჰადის შესახებ ყალბი ვიდეოების გავრცელებაში დაადანაშაულეს.
იქნებ დაინტერესებულიყავით ამ გაწვრთნილი „დობერმანის“ პიროვნებით, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ პოლიციაში მუშაობდა, რითაც საქართველოს შსს-ს დისკრედიტაციას ახდენს, თქვენ რომ ხელმძღვანელობთ?  ან იქნებ მკვლელი, ბინძური დაქირავებული იაფასიანი პროვოკატორი მხოლოდ კინოსტუდია “Saakashvili Pictures”-ის მსახიობია?

პატივისცემით,

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 11 აგვისტო,
საქართველო, თბილისი

1doberman-pravo-1-1 1doberman-pravo-1-2
1doberman-pravo-1-3 1doberman-pravo-1-4