უცხოეთი
უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო: „ჩემი ქმარი სრული იმპოტენტია, ჩემი შვილები კი მთელი დამოუკიდებელი უკრაინის შვილები არიან!“

1zar-2-poroSenkoსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ანი ლობერი, ქალიშვილობის გვარით ანია მიხნენკო, უკრაინელი ემიგრანტი და მანჰეტენის მე-7 ქუჩის მეძავია. მიხნენკო საზოგადოება Hookers for Jesus-ის დამფუძნებელია, რომელიც სექს-ინდუსტრიაში მომუშავე ქალებს ეხმარება. მაისში ანი ლობერმა აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა განცხადებით, რომ ბავშვობაში პიოტრ პოროშენკოსთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. „2005 წელს 15 წელი შემისრულდა. დედასთან ერთად ვინიცაში ვცხოვრობდი. დედა პიოტრ პოროშენკოს საკონდიტრო ფაბრიკის ოფისის დამლაგებლად მუშაობდა, სადაც იგი ხშირად ჩამოდიოდა. ფაბრიკაში დედის დასახმარებლად მივდიოდი. პოროშენკომ თვალი დამადგა, დირექტორის კაბინეტში შემიყვანა, სადაც უბიწოება წამართვა. ცოლად მოყვანას შემპირდა, როცა სრულწლოვანი გავხდებოდი, თუმცა, მწარედ მომატყუა“, - წერს ანი ლობერი. ფიზიკური და სულიერი ტრავმები იქცა აშშ-ში მისი გამგზავრებისა და იქ პროსტიტუციით დაკავების მიზეზად. მოგვიანებით ანი ცოლად გაჰყვა თავის სუტენერს და მისი გვარი აიღო.

უკრაინის პრეზიდენტის პედოფილიაში დადანაშაულებას მხარი დაუჭირა მანჰეტენის პროკურატურამ. საქმე ნიუ იორკის შტატის სამხრეთ ოლქის საოლქო სასამართლოს გადასცეს. 25 ივლისს მოსამართლე ჯედ რაკოფმა საბოლოო ვერდიქტი გამოაცხადა: აშშ-ის მოქალაქე პიოტრ პოროშენკო, რომელსაც მცირეწლოვანთან სქესობრივი კავშირი ედება ბრალად, უდანაშაულოა.

უკრაინის პრეზიდენტი პროცესს არ დასწრებია მსოფლიოსთვის ცნობილი მიზეზების გამო. მას პოპულარული ამერიკელი ადვოკატი ალან დერშოვიცი იცავდა, რომელმაც სასამართლოს თავისი კლიენტის უდანაშაულობის მტკიცებულებები წარმოუდგინა: ვინიცაში ელენა მიხნენკოს - ანის დედის ჩვენების ვიდეოჩანაწერი. შვილის ჩვენება დედამ მთლიანად უარყო და განმარტა: პან პოროშენკო ნამდვილად შეხვდა ნორჩ ანის ფაბრიკაში, მაგრამ მხოლოდ გოპაკის საცეკვაოდ.

დერშოვიცმა ნაფიც მსაჯულებს უკრაინის შსს-ს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტიც წაუკითხა, სადაც ეწერა, რომ 15 წლის „უბიწო“ ანია მიხნენკო, იგივე ანი ლობერი, 14 წლიდან მილიციაში პროსტიტუციის გამო აღრიცხვაზე იდგა.

პრეზიდენტის საქმეში სასამართლოზე წერტილი მისმა მეუღლე მარინა პოროშენკომ დასვა. „პიოტრს არ შეიძებოდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობები 2005 წელს. 1986 წელს ჭიდაობაში შეჯიბრზე მან ტრავმა მიიღო. მას შემდეგ მას არ შეუძლია შვილების ყოლა და ფიზიკური სიახლოვე ქალთან. ჩემი ქმარი სრული იმპოტენტია“, - საქვეყნოდ გამოაჭენა თავისი უბედურება მარინამ და სასამართლოს მისი ნათქვამის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა გადასცა.

„აგვიხსენით, 1985 წელს ვაჟის დაბადების შემდეგ, როგორ მოახერხეთ იმპოტენტი ქმრისგან კიდევ სამი შვილის ყოლა?“ - ცდილობდა პირველი ლედის ტყუილში გამოჭერას ბრალდების მხარე. მარინა პოროშენკოს პასუხი ამაყად ჟღერდა: „ისინი უკრაინის შვილები არიან!“ ალექსანდრე მოციკი, აშშ-ში უკრაინის ელჩი, პრეზიდენტის ცოლის სიტყვებს ჰიმნის მღერითა და აპლოდისმენტებით შეეგება, რის გამოც დაუყოვნებლივ გააძევეს სასამართლო დარბაზიდან.

„ნეზალეჟნის“ პრესა ნიუ იორკის სასამართლო ბატალიების შეფასებაში ერთსულოვანი იყო: უკრაინის პრეზიდენტის დადანაშაულება პედოფილიაში დონეცკელი სეპარატისტების პროვოკაციაა.

საერთაშორისო რეზონანსის გათვალისწინებით, სასამართლო გადაწყვეტილებას კომენტარი გაუკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ამერიკული მართლმსაჯულების ზეიმი უწოდა. „აშშ-ის მთავრობას არასოდეს ეპარებოდა ეჭვი პიოტრ პოროშენკოს უდანაშაულობაში“, - განაცხადა პსაკიმ.