უცხოეთი
საქართველოს ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოცხადდა, რასაც ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა მოჰყვება. დღეიდან მას დააკავებენ, თუკი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს

1-zar-1-geo-arestსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ საღამოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შიდა ძებნა გამოაცხადა, რასაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით მისი საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება მოჰყვება. შიდა ძებნაში სააკაშვილის გამოცხადების შესახებ დადგენილება გუშინვე გადაეცა შსს-ს. პროკურატურაში აღნიშნეს, რომ სააკაშვილს მაშინვე დააკავებენ, როგორც კი იგი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს.

საქარTველოს ექსპრეზიდენტს ბრალი წაუყენეს სამ სისხლის სამართლის საქმეზე: 1 – 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეების დარბევა, „ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მისაკუთრება; 2 - საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ვალერი გელაშვილის ცემა; 3 – 9 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა...

სააკაშვილი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს პოლიტიკური სარჩული უდევს. სამშობლოში დაბრუნებას ექსპრეზიდენტი არ აპირებს.

სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში მას წაუყენებენ სხვა ბრალდებებსაც - ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში მონაწილეობა, სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობა, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის გათვალისწინებული 20 მლნ-ს გაფლანგვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შპიონაჟი უკრაინის სასარგებლო, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება და სამშობლოს ღალატი, ასევე - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეული ცხინვალის მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი განადგურება.