უცხოეთი
აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში, ვოშინგტონში მდებარე მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, კურტ უოკერი: „ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წაყენებული ბრალდებები, საბაბს გვაძლევს ვთქვათ, რომ საქართველოში - არშემდგარი დემოკრატიაა.

1-zarubej-zar1საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ რადიო თავისუფლებაში მიცემულ ინტერვიუში, კურტ უოკერმა განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპაში კვლავ მიაჩნიათ, რომ აღმოსავლეთ ევროპა მათგან განსხვავდება და იგი დღემდე რუსეთის ფედერაციის გავლენის სფეროშია. ამერიკელი დიპლომატის მოსაზღებით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ აღძრული სასამართლო პროცესი არის საქართველოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.  მისი თქმით, საქართველო ისწრაფვის დასავლეთისკენ. იგი ისწრაფვის ევროკავშირსა და ნატოში მოხვედრას, რათა გახდეს შემდგარი დემოკრატიული ქვეყანა ლიბერალური საბაზრო ეკონომიკით.
თუმცა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მიზეზი იქნას წაყენებული ბრალდება და მოხდეს მაღალჩინოსნების დაპატიმრება, დასავლეთში მაინც ჩნდება ეჭვი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, საქართველოში კი - არშემდგარი დემოკრატიაა.
დამკვირვებლებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ომია, რომელიც იწვევს საქართველოს იზოლაციას.
„ამ ვითარებას კარგად იყენებს რუსეთი და აძლიერებს თავის გავლენას, როგორც საქართველოზე, ისე მთლიან რეგიონზე“ , - განაცხადა კურტ უოკერმა.
„დასავლეთ ევროპაში დაიღალნენ მისი გაფართოებით და აღარ სურთ ახალი წევრების მიღება ნატოსა და ევროკავშირში.
ისინი თვლიან, რომ აღმოსავლეთ ევროპა განსხვავდება მათგან და გარდა ამისა, დღემდე წარმოადგენს რუსეთის გავლენის სფეროს. ხოლო ამგვარი შეხედულებების განვრცობა  კიდევ უფრო გაართულებს საქართველოს მდგომარეობას“, - თვლის კურტ უოკერი.

წყარო: თავისუფალი ზონა
http://www.szona.org/gruzia-nesostoiavshaia-demokratia/