უცხოეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მოლაშქრებმა ნაცგვარდიის 30-ე ცალკეული ბრიგადა გაანადგურეს, მისი ჯარისკაცები, მათ შორის, მაიორი და პოდპოლკოვნიკი, ასევე მეთაურის მოადგილე ტყვედ აიყვანეს

1-masked-zar3საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. მეთაურის ადგილსამყოფელი უცნობია (სახალხო ლაშქრის ცნობით, იგი შესაძლოა წყალში დამხრჩვალიყო). მოლაშქრეთა ცნობით, ბრიგადა ალყიდან გამოსვლას ცდილობდა რუსეთის საზღვართან მდებარე შახტიორის რაიონის სოფელ სტეპანოვკასთან.

მას შემდეგ, რაც ორდღიან საარტილერიო ცეცხლსაც ვერ გაუძლეს, მებრძოლები სტეპანოვკიდან ამბროსიევკისკენ გაიქცნენ, მაგრამ რაკიღა რუქების გამოყენებაც არ იციან და ნავიგატორით იკვლევდნენ გზას, პირდაპირ ჩვენს ბლოკპოსტთან მოხვდნენ ტორეზში, სადაც ორი მანქანა დაკარგეს და უკან დაიხიეს. ამბროსიევკამდე თითქმის მისულებმა ისევ ჩართეს ნავიგატორი, რის შედეგადაც სნეჟნოესკენ შემოუხვიეს, სადაც ჩვენმა მორიგმა ბლოკპოსტმა კოლონის ნაშთებიც გაანადგურა“, - განუცხადეს „რია ნოვოსტის“ მოლაშქრეთა შტაბში.