რედაქტორისგან
საქინფორმი - ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გამართულ სატელეფონო საუბარზე პრეზიდენტ პოროშენკოსთან, ანუ მისი უდიდებულესობა პლასტილიან მესამის მეტამორფოზა პროსტატიან მეოთხედ

pol-1-red-1-mtწინა კვირას სააკაშვილმა, ტელეარხ „უკრაინაზე“ საინფორმაციო პროგრამა „ნედელიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ღარიბაშვილის მთავრობა: „ჩემდა სამარცხვინოდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ჯერ ერთი, მაიდნის წინააღმდეგი იყო; მეორეც, მათ უარი თქვეს განცხადებების გაკეთებაზე თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ და თქვეს, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან; არც ერთი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში არ გამართულა... ახლაც კი, როცა უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, რომლებზეც საუბარი ეთერში არ ღირს, საქართველოს მთავრობა ღია განცხადებასაც კი არ აკეთებს მხარდასაჭერად, საგარე საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციები გამოსავალი არ არისო...“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურად იღო სააკაშვილის რჩევები და მეორე დღესვე დაურეკა პრეზიდენტ პოროშენკოს, მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა, და ასევე განაცხადა, რომ, სამწუხაროდ,  უკრაინას დღეს იგივე პრობლემები აქვს, რომელთა წინაშეც საქართველო 2008 წელს იდგა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები 2008 წლის გაგრძელებაა. საუბრის ბოოლოს მარგველაშვილმა კიდევ ერთელ გამოხატა თავისი მხარდაჭერა პოროშენკოსადმი.

თუმცა, ღირს კი საქართველოს პრეზიდენტის დადანაშაულება ქმედებებში, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, შეუსაბამოა საქართველოს მთავრობის ფრთხილ საგარეო პოლიტიკურ კურსთან? არა, არ ღირს, იმიტომ, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე, მარგველაშვილი თავად გვაფრთხილებდა: „მე პლასტილინივით ვარ, სადაც მიმაგდებ, იმ ფორმას მივიღებ!“ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ამ, საქართველოსთვის რეკორდულად პაპანაქება ზაფხულში, ავლაბრის მინის გუმბათის ქვეშ, გიორგი მეოთხე პლასტილინიანი თანდათან დნებოდა და მიხეილ მესამე -პროსტატიანის ფორმას იღებდა (ასე შეარქვეს საქართველოში სააკაშვილს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ნიუ იორკიდან „რუსთავი 2“-თან ტელეინტერვიუში მიშამ აღიარა, რომ პროსტატა სტკივა).

შემდეგ კი სააკაშვილმა, ვანო მაჭავარიანის მეშვეობით, მაარგველაშვილს ახალი რჩევა მისცა - სასწრაფოდ დაივიწყოს თავისი „გლამურული“ წარსული - დუშეთის პასტორალი მეგობარ ქალთან და ჩხირებით ქსოვა, 2 კვირაში - 4 სექტემბერს ხომ მან, უმაღლესმა მთავარსარდალმა, და არა პრემიერ ღარიბაშვილმა, უნდა „დააქორწინოს“ ნატო და საქართველო უელსის სამიტზე! აი რატომ მოხდა, რომ წინა კვირას, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტ მარშუნოკის მიწვევით კაZანტიპის რესპუბლიკაში ვიზიტისთვის მომზადებულიყო, მარგველაშვილი სამხედრო ნაწილებში დაიარებოდა - ტანკისტისა და სამხედრო მედიკოსის დღეებზე, სადაც გამომცდელად აკვირდებოდა ოფიცრებისა და ჯარისკაცების სახეებს: სჯერათ თუ არა მათ, რომ იგი ნამდვილად უმაღლესი მთავარსარდალია?! ამ, უელსის სამიტამდე დარჩენილ დღეებში, მას ხომ ამის დაჯერება თავად სურს...

საქინფორმი
2014 წლის 21 აგვისტო
საქართველო, თბილისი

pol-1-red-1-down