რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი - მიზეზებზე, რომელთა გამოც ხელისუფლების სათავეში მოსულმა ივანიშვილმა კოჰაბიტაცია გამოაცხადა და რატომ დაიწყო სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ ორი წლის შემდეგ

1-wanted-pol1-redრატომ გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრად ქცეულმა ბიძინა ივანიშვილმა კოჰაბიტაცია, რითაც ქართველი ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია? და რატომ დაიწყო სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა მხოლოდ 2 წლის შემდეგ?
2012 წლის 1 ოქტომბრს, როგორც კი ნათელი შეიქნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებდა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს თეთრი სახლის თხოვნა გადასცა - არ მიეცა პასუხისგებაში მიხეილ სააკაშვილი - აქაოდა, თუკი „დემოკრატიის შუქურა“ ციხის პროჟექტორად გადაიქცევა, ეს უარყოფითად აისახება არა მარტო საქართველოს, არამედ აშშ-ის საერთაშორისო იმიჯზეც. „კარგი!“ - მიუგო ნორლანდს ივანიშვილმა და თავისი დაპირება კაცურად შეასრულა: „ჩვენ ისე კი არ გექცევით, როგორც ამას იმსახურებთ, არამედ ისე, როგორც საქართველოს შეეფერება!“- განუცხადა მაშინ ივანიშვილმა ნაციონალებს და კოჰაბიტაცია გამოაცხადა.  თუმცა, უმადური სააკაშვილი, რომელსაც საშუალება მისცეს, დაუბრკოლებლად გამგზავრებულიყო აშშ-ში, არ დაშოშმინდა - ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში ლექციების კითხვის ნაცვლად, დაიწყო მსოფლიოში ფრენა და ახალი მთავრობისთვის ზიანის მიყენება - განცხადებების კეთება, რომ ის ანომალიურად პრორუსულია, რომ საქართველოში არჩევნებისათვის პუტინმა 2 მლრდ დოლარი „გაზპრომის“ უდიდეს კერძო აქციონერს - ბიძინა ივანიშილს გადაუხადა, და ა.შ.
ჯანდაბას, მარტო რომ ყბედობდეს! როგორც კი კიევის მაიდნის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახდა, სააკაშვილმა საქართველოდან „ნაცმოძრაობის“ აქტივისა და სამხედროების გამოძახება დაიწყო დაქირავებულ მებრძოლებად ბატალიონებში „აზოვი“ და „დონბასი“, თბილისში მორიგი მაიდნის მოსამზადებლად!
და აქ ივანიშვილის მოთმინების ფიალა ამოიწურა, მით უმეტეს, რომ მის მემკვიდრე - პრემიერ ღარიბაშვილს, მისგან განსხვავებით, არავისთვის არავითარი დაპირება არ მიუცია. ნაციონალებთან კოჰაბიტაცია, ბოლოსდაბოლოს, დაასრულეს; ექსჩინოვნიკები, რომლებიც სააკაშვილმა დარტყმის ქვეშ დააყენა თავისი პროვოკაციული მოქმედებებით, მაგალითად, დედაქალაქის მერი უგულავა, გისოსებს მიღმა გამოამწყვდიეს; თავად სააკაშვილს კი 2014 წლის ივლისიდან ბრალის წაყენება დაუწყეს მრავალრიცხოვანი დანაშაულის გამო. ქართულმა სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მთავარმა პროკურატურამ ძებნაში გამოაცხადა, თუმცა, სააკაშვილი, რომელმაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა თითქოსდა მეორე - საფრანგეთის მოქალაქეობის გამო, იმედოვნებს, რომ არ მოხვდება ე.წ. მატროსოვის ციხეში, რადგან საქართველოს გარდა, მალულად  კიდევ ორი მოქალაქეობა აქვს- აშშ-ისა და უკრაინის!
ცნობისათვის: ევროკავშირის კანონებით, რომლებიც, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირთან ასოცირების შეთნხმების იმპლემენტაციის შემდეგ, სავალდებულო გახდება საქართველოსთვისაც, საკუთარი ღორის დაკვლა საკუთარ ეზოში სასტიკად იკრძალება. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი საქონლის...
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 22 აგვისტო
საქართველო, თბილისი