უცხოეთი
რფ-ის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს უკრაინული მედიასაშუალებების მიერ გაკეთებული БМД-2-ის ხელში ჩაგდების შესახებ, რომელიც თითქოსდა რუსეთის სადესანტო ჯარების ერთ-ერთი შენაერთის საკუთრებას წარმოადგენდა

1-Tank-zar2საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. შესაბამისი განცხადება გააკეთა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.მსგავსი სენსაციები მოწმობს სერიოზული პრობლემების არსებობას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინული ჯარების მიერ ე. წ. მშვიდობიანი გეგმის განხორციელებში ცნობილი ფორმულით - მშვიდობისათვის ბრძოლაში ქვას ქვაზე არ დავტოვებთ. სრულებით მოსალოდნელია, რომ შემდგომ „უტყუარ ფაქტად“ „სასტიკ“ ბრძოლებში კალაშნიკოვის ავტომატისა ან ყუმბარა Ф-1-ის ხელში ჩაგდება იქცეა რუსი ჯარისკაცების დეტალური პირად დღიურებითურთ“, - დასძინა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების არსებობის ყოველდღიური „გამოაშკარავებების“ საერთო რიგში ეს უკვე 1001-ე „სამხილია“. კონაშენკოვის განცხადებით, ასეთი გაყალბებები უკრაინელი ხალხის წინაშე მრავალრიცხოვანი დანაკარგებისა და 18 აგვისტოს არშემდგარი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ხელში ჩაგდების გასამართლებლად სჭირდებათ.