უცხოეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის შტაბი: „ჯარები შეტევაზე გადავიდნენ და 7000 ძალოვანი ალყაში მოაქციეს. „ქვაბში“ მოხვდა 80 ტანკი, 280-ზე მეტი ჯავშანმანქანა და 160-ზე მეტი საბრძოლო აღჭურვილობა და ნაღმმტყორცნი

1-Stab-zar-2საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევის კონტროლქვეშ მყოფი ორი დიდი ქვედანაყოფის (7000 ჯარისკაცი და ოფიცერი) დაბლოკვა დაასრულა. ალყაში ცოცხალ ძალასთან ერთად ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოხვდა, - იტყობინება „იტარ-ტასი“ დონეცკის არმიის შტაბზე დაყრდნობით.

უკრაინელი ძალოვნების შედარებით დიდი ჯგუფი, რომლის რიცხოვნობამაც 5000 სამხედრო შეადგინა, ვოიკოვსკის, კუტეინიკოვოს, ბლაგოდატნოეს, ალექსეევსკოეს, უსპენკასა და ულიანოვსკის დასახლებული პუნქტების რაიონში „ქვაბში“ მოხვდა. დაზვერვამ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის შტაბს შეატყობინა, რომ ალყაშემორტყმულია მე-8 არმიული კორპუსის შტაბი, 28-ე და 30-ე მექანიზებული ბრიგადები, 95-ე აერომობილური ბრიგადა და ასევე, ბატალიონები „აიდარი“, „დონბასი“ და „შახტიორსკი“. ამავე ალყაშია მოქცეული 50 უკრაინული ტანკი,  200-ზე მეტი ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის 50-მდე რეაქტიული სისტემა „გრადი“ და „ურაგანი“, 100-ზე მეტი საარტილერიო აღჭურვილობა და ნაღმმტყორცნი, - აცხადებენ შტაბში.

კიდევ ერთი ალყაში მოქცეული დაჯგუფების შემადგენლობაში (2 ათასამდე კაცი) იმყოფება ბატალიონები „აზოვი“ და „დნეპრი“. მებრძოლებთან ერთად „ალყაშია“ 30-მდე ტანკი, 80-ზე მეტი დაჯავშნული მანქანა, 60-ზე მეტი აღჭურვილობა და ნაღმმტყორცნი. ეს ძალები და საშუალებები დაბლოკილია და ამჟამად ნადგურდება დასახლებული პუნქტი ოლენოვსკოეს რაიონში, - დასძინეს შტაბში.