უცხოეთი
დონეცკში ტყვეთა „აღლუმი“ გაიმართა. უკრაინული არმიის ჯარისკაცები იმ ნაწილებიდან, რომლებსაც ქალაქი ალყაში ჰყავდათ, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გაატარეს

1-parad-zar-3-mtსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ბოლო მომენტამდე გაუგებარი იყო, გაიმართებოდა თუ არა ეს „სირცხვილის აღლუმი“. ამ საკითხთან დაკავშირებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში აზრი ორად გაიყო. ერთნი მიიჩნევდნენ, რომ არაფერია სასრიცხვილო იმაში, თუ წითელი და საბჭოთა არმიის ტრადიციები აღდგება. ლენინგრადსა და მოსკოვში ხომ გაატარეს ტყვე ფაშისტები და დაე, აქაც გაიარონ.

იყო სხვა მოსაზრებაც: „ამაზე მაღალ დადგომა“, „არდამსგავსება“. თუმცა, საკითხი მაინც თავად ქალაქელებს უნდა გადაეწყვიტათ.

„სირცხვილის აღლუმზე“  ქალაქელები დილიდან მივიდნენ. ლენინის ძეგლთან 5 ათასამდე კაცი შეიკრიბა. ზუსტად ორ საათზე წამყვანმა გამოაცხადა, რომ ანტიფაშისტური მიტინგი გაიხსნა.

ახლა თქვენ იხილავთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვხოცავენ და ჩვენს ქალაქს ესვრიან. და კიდევ, ამ ხალხმა ჩვენში უკრაინელები მოკლა. ამიერიდან ჩვენ რუსები ვართ!“

სახალხო მოლაშქრეებმა ჯაჭვი გააკეთეს და კოლონა გაატარეს.

ქალაქელებმა სკანდირება დაიწყეს; „ფაშისტები!“ (იხ. ვიდეო აქ).

მთელი მარში 5-7 წუთს გაგრძელდა. ხანმოკლე მიტინგზე საბოლოო სიტყვით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სარდალი ალექსანდრე ზახარჩენკო გამოვიდა.

„გუშინ ჩვენ დავიწყეთ კონტრშეტევა. 4000-მდე კაცი ამბროსიევკასთან ალყაშ მოექცა. ამ მოედანზე თქვენ ნახეთ დამწვარი ტექნიკა. იქ გაცილებით მეტია, უბრალოდ აქ ჩამოტანა არ შეგვიძლია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი ჯარისკაცების დედებსა და მამებს ამ ადამიანების გაზრდისათვის. ისინი გმირები არიან, ქედს ვიხრი მათ წინაშე!“ -  განაცხადა მან.

1-parad-zar-3-1 1-parad-zar-3-2
1-parad-zar-3-3 1-parad-zar-3-4