უცხოეთი
უკრაინის კრიზისის საპასუხოდ ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო ბაზების განთავსებას გეგმავს, წერს The Guardian ალიანსის გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენზე დაყრდნობით

zarub-1-andersსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს მცდელობას, შეაკავოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის ზიანის მიყენებისგან“. გენმდივანი ასევე საუბრობს ზომებზე, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოების ამაღლებისკენაა მიმართული. ალიანსი მისი შეიარაღებული ძალების მოდრენიზაციისთვის ხელისშეწყობას აპირებს, რათა უკრაინას მოსკოვის მხრიდან „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევაში“ დაეხმაროს. რასმუსენმა განაცხადა: „ჩვენ მივიღებთ მოქმედების გეგმას, რომლის მიზანიც იქნება სწრაფად მოქმედება ევროპის უსაფრთხოების სრულებით ახალ პირობებში“.
მისი თქმით, ამ გეგმის სარეალიზაციოდ საჭირო იქნება თანხების დაბანდება ინფრასტრუქტურაში, მასალები, აღჭურვილობა. გენმდივანმა აღნიშნა, რომ მომავალში ნატოს ყოფნა აღმოსავლეთში უფრო „თვალსაჩინო“ გახდება.

უკრაინის კრიზისის გაფართოების კვალდაკვალ პოლონეთი და ბალტიისპირეთის სამი  ქვეყანა, რუსეთის მხრიდან მუქარით შეშფოთებული, რეგიონში ნატოს ძალების ყოფნას ითხოვდა.

თუმცა, ნატოს მუდმივი აღმოსავლეთევროპული ბაზების საკითხში თავად ალიანსში ერთსულოვნება არ არსებობს. ფრანგები, იტალიელები და ესპანელები ამ ინიციატივის წინააღმდეგი არიან, მაშინ, როცა ამერიკელები და ბრიტანელები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოთხოვნებს მხარს უჭერენ. წყაროების ცნობით, სამიტის მიმდინარეობისას, სავარაუდოდ, შეიმუშავებენ ფორმულას, რომელიც ახალ ბაზებთან მიმართებაში ტერმინი - „მუდმივის“ თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერმა პოტენციურმა აგრესორმა უნდა იცოდეს: თუკი იგი თუნდაც გაიფიქრეს ნატოს მოკავშირეზე თავდასხმას, მაშინ არა მარტო ამ კონკრეტული ქვეყნის, არამედ ნატოს ჯარებსაც შეხვდება“, - განაცხადა რასმუსენმა.