უცხოეთი
პუტინი: „რფ არ ჩაერთვება დიდმასშტაბიან კონფლიქტებში, თუმცა პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ რფ-სთან ჯობს, საქმე არ დაიჭირო“

Vova-zar-1საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. გასულ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდულ ფორუმში „სელიგერ-2014“. პრეზიდენტმა და ფორუმის მონაწილეებმა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური საკითხები განიხილეს და ასევე, საერთაშორისო პრობლემებს შეეხნენ.

ჩვენი პარტნიორების პოზიცია ჩემთვის უკვე ნათელია: დიახ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მივუსხდეთ, თუმცა, ჯერ უკრაინის ჯარებს ცოტა სროლის საშუალება უნდა მივცეთ, იქნებ სწრაფად დაამყარონ იქ წესრიგი“, - განაცხადა პუტინმა. „ეს არ გამოდის, აუცილებელია ამის გაცნობიერება“, - მოუწოდა პრეზიდენტმა. „უნდა ვაიძულოთ უკრაინის ხელისუფლება, საგნობრივი მოლაპარაკებები წამოიწყონ - არა ტექნიკურ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშნელოვანია, რა თქმა უნდა, არამედ სუბსტანციურად, არსობრივად“, - აღნიშნა მან.

უწინარესად, პუტინის აზრით, აუცილებელია იმაზე მსჯელობა, თუ რა უფლებები ექნება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის მოსახლეობას თანამედროვე ცივილიზებული წესების ფარგლებში და ეს ყველაფერი ფორმულირებული უნდა იყოს კანონიერი უფლებებით. „აი ამაზე უნდა ვისაუბროთ“, - მიაჩნია მას. „მნიშვნელოვანია, არსობრივად მოვილაპარაკოთ, არსზე საუბარი კი არ სურთ - აი რაშია პრობლემა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მე მივმართე დონბასის სახალხო მოლაშქრეებს, რათა მათ გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი ხალხის გამოსაყვანად“, - გაიხსენა მან, - თუმცა უკრაინის არმიის სარდლობამ გადაწყვეტილება მიიღო, ალყა ბრძოლით გაარღვიოს“, - აღნიშნა პუტინმა. „ვფიქრობ, ეს კოლოსალური შეცდომაა და დიდ ადამიანურ მსხვერპლს გამიიწვევს“, - განაცხადა მან.

პუტინმა წუხილი გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო. პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ყირიმშიც იგივე მოხდებოდა, თუკი ის რფ-ს შემადგენლობაში არ შევიდოდა. „ჩვენ მისი ანექსია არ მოგვიხდენია, არ მიგვიტაცებია. ჩვენ საშუალება მივეცით ხალხს, გამოეთქვა აზრი და მიეღო გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მან.

რფ არ ჩაერთვება დიდმასშტაბიან კონფლიქტებში, თუმცა პარტნიორებს უნდა ესმოდეთ, რომ რფ-სთან ჯობია საქმე არ დაიჭირო“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთი ერთ-ერთი უმძლავრესი ბირთვული სახელმწიფოა.