უცხოეთი
რაულ ხაჯიმბა: „საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მაშინ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარება უფრო პოზიტიურ კალაპოტში გადაინაცვლებს“

1-raul-zar-1საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. 24 აგვისტოს აფხაზეთში გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რაულ ხაჯიმბამ „იტარ-ტასს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. საქინფორმს მოჰყავს მისი პასუხები კორესპონდენტი სამ კითხვაზე, რომლებიც უშუალოდ ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობებს ეხება:

-საპრეზიდენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე პროკურატურამ გალის რაიონის 20 ათასამდე მცხოვრების მიერ პასპორტების მიღების უკანონობა აღიარა. რა ელის მომავალში ამ ხალხს, როგორია მათი სამართლებრივი სტატუსი აფხაზეთში, შეძლებენ თუ არა ისინი პასპორტების ხელახლა მიღებას?

-ჩვენ აფხაზურ პაპორტებს გავცემთ მათზე, ვინც კანონიერად მოგვმართავს მოქალაქეობის მოთხოვნით, არავითარი აკრძალვები და შეზღუდვები ამ პროცედურას არ აქვს, მაგრამ მათ, ვინც თავს საქართველოს მოქალაქეებად თვლის, ქართული კანონმდებლობის თანახმად, უფლება არა აქვთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი იყვნენ. და ამას არ ვეწინააღმდეგებით. პირიქით, დაე იცხოვრონ თავისი მოქალაქეობით, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე.

ეს, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, ასევე ეკონომიკური და სოციალური ხასიათის საკითხებსაც. ჩვენ გვსურს რეგიონში სამართლებრივი წესრიგის დამყარება და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების რეალიზაციისთვის პირობების შექმნა, ამისათვის კი უნდა ვიცოდეთ, რა სტატუსით ცხოვრობენ ადამიანები აფხაზეთის ტერიტორიაზე.

-რა რეჟიმში ფუნქციონირებს ახლა აფხაზეთ-საქართველოს საზღვარი? გეგმავთ თუ არა იქ მოქმედი გამშვები პუნქტების რიცხვის შემცირებას ან გაზრდას?

-აფხაზეთისა და რუსეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, საქართველოს ტერიტორიაზე დღეს 5 გამშვები პუნქტი გადის და ეს სიტუაციას აფუჭებს. ადამიანები დროდადრო არღვევენ სასაზღვრო რეჟიმს, ამიტომ აუცილებელია მათ გადაადგილებაზე რეალური კონტროლის დაწესება.

საზღვრის გადაკვეთაზე აკრძალვა ვერ იქნება, რადგან ადამიანებს ნათესაური კავშირები აქვთ. ჩვენ ამას არ ვკრძალავთ, მაგრამ გადაადგილებაზე კონტროლი ისეთი უნდა იყოს, როგორიცაა ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში. არავითარი სხვა მოთხოვნა არ არსებობს. პერსპექტივაში სასაზღვრო გადასვლები შემცირდება და შეიქმნება ერთიანი გამშვები პუნქტი, რომელიც სიტუაციის მკაფიოდ კონტროლის საშუალებას მოგვცემს.

-როგორ აპირებს აფხაზეთი საქართველოსთან ურთიერთობების დამყარებას? შესაძლებელია თუ არა აღიარების ან თუნდაც უსაფრთხოების გარანტიის მიღება თბილისისგან?

-დღეს მხოლოდ ჟენევის პლატფორმა არსებობს, სადაც ორივე მხარისთვის მნიშნელოვანი საკითხები განიხილება. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს, გარდა ფუჭის ისტყვებისა ჩვენთან დიალოგისთვის მზადყოფნის თაობაზე. სასურველია, საქართველომ ბოლოსდაბოლოს გააცნობიეროს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის რეალური ფაქტი. საქართველომ უნდა აღიაროს ეს ფაქტი, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მაშინ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები პოზიტიურ კალაპოტში გადაინაცვლებს. გვესმის, რომ საქართველოსთან მეზობლობას ვერსად გავექცევით და რომ რაღაც ურთიერთობები უნდა ავაგოთ, რაც საფრთხისა და მუქარების ალბათობის მინიმიზებას მოახდენს. მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში რუსული მხარე თამაშობს, რომელიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში თავისი მშვიდობისმყოფლების წყალობით.