რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „სინათლის რაინდი ვლადიმერ პუტინი ღვთის გამოგზავნილია რუსეთისა და მთელი მართლმადიდებელი სამყაროს გადასარჩენად!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არაოფიციალური მიმოწერა ხუბუტიასა და „ანდრო თბილისელთან“

1-arn-xub-pol-1-redპატივცემულო მკითხველო! შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 4 ივლისს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას მიმართა ღია წერილით ხიდირბეგიშვილი - ხუბუტიას: „მოიძიეთ მედვედევის არქივში პროგრამა რუსულენოვანი ჟურნალისტიკის აღორძინებისა და საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის, რომელიც მან ჩემგან მიიღო 2011 წლის 7 ნოემბერს, და მიაწოდეთ იგი ვლადიმერ პუტინს!“
და აი გუშინწინ, 2014 წლის 1 სექტემბერს, მიხეილ ხუბუტიამ ეს წერილი თავის Facebook-გვერდზე განათავსა და კომენტარიც დაურთო, პუბლიკაციის ქვეშ კომენტარი დატოვა Facebook-ის მომხმარებელმა ნიკით Andro Tbiliseli, რასაც Arno Khidirbegishvili-ს (არნო ხიდირბეგიშვილის) საპასუხო კომენტარი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ სოცქსელში ამ მიმოწერას  არაოფიციალური ხასიათი აქვს და ოფიციალური მედიისთვის მთლად კორექტულ ლექსიკას არ შეიცავს, ჩვენ ის მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ და ქვემოთ ვაქვეყნებთ უმნიშვნელო შემოკლებებით:

Михаил Хубутия (მიხეილ ხუბუტია)

შეიძლება არაოფიციალურად გიპასუხო? სალამი, არნო! ამ წერილის რეანიმირება შეიძლება? უფროსობის კაბინეტებში ქექვა არ შეიძლება! არსებითად სავსებით გეთანხმები და დიდი მადლობა, რომ ამაზე ასე ზრუნავ!

Arno Khidirbegishvili (არნო ხიდირბეგიშვილი)

რა თქმა უნდა, შეიძლება, მიშა, მაგრამ რისთვის?! ხომ გესმის, რომ ოფიციალურად ეს შენთვის კი არ დამიწერია, არამედ იმისთვის, რომ იქ მავანმა „თავი მოიქექოს“... აქედან მოდის მეტაფორაც - „მაგიდის ქვედა მარცხენა კუთხეში“ და „მედვედევის არქივში“. სიმართლე გითხრა, დიდი ხანია, იმედი დავკარგე, რომ ვინმე იქ ისეთი „უმადური“ - პროლონგირებული და არამომგებიანი - საქმით დაკავდება, როგორიცაა რუსული ენა საქართველოში. როგორვც იცი, უკვე 50-ს გადავაბიჯე, ჩემი და ჩემი ერთგული თანამშრომლების წასვლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდება.. შეუძლებელია გაუგო რუსეთს, თუ რუსული არ იცი, მაშასადამე ჩვენ შორის ხიდის აღდგენაც შეუძლებელია. სამაგიოერდ, დამტვრეული ინგლისური და უპრიმიტიულესი ქართული, რომელზეც უკვე 24 წელია ქართველ ახალგაზრდებს რუსეთისადმი სიძულვილს უნერგავენ, სავსებით საკმარისია ნატოს ჯარისკაცებისა და ევროპიდარასტების საპირფარეშოთა დამლაგებლებისათვის.

Andro Tbiliseli (ანდრო თბილისელი)

ბატონო არნო, არ გინდათ რუსულენოვანი ჟურნალისტიკის აღორძინებისა და საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციის ეს პროგრამა ღია წერილის სახით გამოაქვეყნოთ? პირადად მე, რუსულენოვან ჟურნალისტს მოსკოვიდან და ამასთან, ძირძველ თბილისელს და ჩემს ბევრ კოლეგას ეს ძალიან დაგვაინტერესებდა. რა თქმა უნდა, თუ ამ პროგრამას არ აქვს გრიფი „სრულებით საიდუმლოდ“ :))

Arno Khidirbegishvili (არნო ხიდირბეგიშვილი)

რა მიზნით? ღია წერილი - ვის? მან, ვისაც ეკუთვნის და ხელეწიფება ჩემი პროექტის განხორციელება, ჩემგან ღია წერილიც მიიღო და დახურულიც - ესენი რფ-ის პრეზიდენტი და რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტია. ყველა დანარჩენი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ჩვენი ურთიერთობების „დარეგულირების“ თემაზე მოპარაზიტე სუსტი ენ-ჯე-ოებია, რომლებიც უბრალოდ პუნქტებად დაშლიან ჩემს პროგრამას და რეკლამას გაუკეთებენ, რითაც დაღუპავენ კიდეც!!! როგორც თავად რუსეთთან მეგობრობის აღდგენის თემას ღუპავენ - იმით, რომ მისი „პრივატიზება“ მოახდინეს! მათი შემხედვარე ქართველი ხალხი ირჩევს ნატოს, ევროკავშირს, აშშ-ს, სააკაშვილს - ეშმაკსაც კი, ოღონდ - არა მათ და კიდევ უფრო მეტად სძულს რუსეთი, რომელიც მისთვის ამ ღორებთან (მათ უმრავლესობაში - ორპირებთან, რომლებსაც სპეცსამსახურები აკონტროლებენ) ასოცირდება!

სამაგიეროდ, ჩემს პროგრამაზე ისინი უხვად დაწერენ პროექტებს, როგორც ეს საქართველოს ნეიტრალიტეტთან, საქართველოს ევრაზიულ პერსპექტივასთან დაკავშირებით მოხდა და ამაში წლიურ გრანტსა და მედლებს მიიღებენ მოსკოვიდან! თუმცა, ზოგ-ზოგიერთებს, მოსკოვშიცა და თბილისშიც,  თანდაყოლილი გონებაშეზღუდულობის გამო, დაავიწყდათ, რომ „გასაღები“ავტორთან რჩება, ამიტომ გაგრძელება, ჩვეულებრივ, ამას არ მოჰყვება...

მოდი, წარსულს თავი დავანებოთ - ინტერნეტშიც და ჩემს პირად საიტზეც www.arnoxidi.com ასახულია ჩემი ბრძოლა: 1 - ერთიანი რუსულ-ქართული საინფორმაციო სივრცისთვის, რომლის არქიმნიშვნელობაზე ჯერ კიდევ 2009 წლის 3 თებერვალს, რუსეთში ქართველთა კავშირის მეორე ყრილობაზე განვაცხადე; 2 - საქართველოში რუსისტიკის გადარჩენისთვის, რომლის შესახებაც რფ-ის უმსხვილეს საინფორმაციო პლატფორმებზე ვაცხადებდი (თუ ნამდვილად გაინტერესებთ, სიტყვით გამოსვლების პუბლიკაციებისა და სტენოგრამების გარდა, იხ. მრავალრიცხოვანი ვიდემასალაც). ამიტომ თქვენს ირონიას „სრულიად საიდუმლოსთან“ დაკავშირებით უადგილოდ მივიჩნევ - ის, რაც თქვენთვის საამური საუბრის თემას წარმოადგენს, საქართველოში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია!

სად იყვნენ ყველა ისინი, როცა 2004 წლიდან 2012 წლამდე სააკაშვილის რეჟიმს ვააშკარავებდი და რუსული ენისთვის ვიბრძოდი, როცა ყოველდღე, სახლიდან გამოსვლისას შვილსა და მშობლებს ვემშვიდობებოდი, რადგან საღამოს, შესაძლოა, უკან ვერ დავბრუნებულიყავი?! რით დამეხმარებოდნენ რუსი ჟურნალისტები, თუ მათ ქართველ კოლეგას - საქინფორმის მთავარ რედაქტორს ერთ მშვენიერ დღეს მკვდარს ანდა ციხის კედლებში სასიკვდილოდ ნაწამებს აღმომაჩენდნენ?! ან იქნებ, პირველად გესმით წინა ხელისუფლების საფირმო სტილის - „Made in Georgia”-ს შესახებ?!

ამიტომ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ თქვენს კოლეგებს - რუს ჟურნალისტებს, ისევე, როგორც ყველა დანარჩენს, უკვე დიდი ხანია აღარ აინტერესებთ ეს თემა. მანდ, თქვენთან, პატივშია სკანდალური თემები, რომლებსაც სწრაფი ფული მოაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი ხნის წინ მოიწადინებდნენ თანამშრომლობას ერთადერთ ობიექტურ ინტერნეტ-წყარო-სააგენტო საქინფორმთან www.saqinform.ge (ვიმედოვნებ, იცით ასეთი?).

ყველას სურს ფულის შოვნა და არავის ვამტყუნებ, ყველა ხომ ვერ იქნება პატიოსანი პატრიოტი, მებრძოლი და იდეური ახირებული კაცი! ამიტომ საქართველოში რუსულენოვანი ჟურნალისტიკის აღორძინების თემას სახელმწიფო, სწრაფ მოგებაზე არგათვლილი მიდგომა სჭირდება (ვიმედოვნებ, გასაგებია?).

საქართველოს სახელმწიფოსგან ამის მოთხოვნა არალოგიკურია, რადგან მის ხელისუფლებას ევროატლანტიკური ვექტორი საქართველოსთვის უალტერნატივო ჰგონია. ამიტომ რუსულ ენაზე რუსეთის ხელისუფლებას უნდა ეზრუნა, რათა შემდგომში აღარ ეფიქრა თავისი სამხრეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე და ადექვატური რეაგირება მოეხდინა იქ ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესაძლო განთავსებაძე! ვფიქრობ, საქართველოში რუსული ენის მხარდაჭერის ჩემეული პროგრამა რუსეთს გაცილებით იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე „თოფიანი კაცი“ - სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ათასნაირი „Точка У“ ჩვენს საზღვრებზე „Тополя» -ბით...

რუსული ენის ცოდნისა და მისი მეშვეობით რუსულ კულტურასთან ზიარების შემდგომ შეუძლებელია არ შეგიყვარდეს რუსეთი, მისი დიდებული ისტორია და ხალხი, შეუძლებელია! სწორედ ამის ეშინოდათ ანგლოსექსებს, რომლებსაც კრემლში მავანი ჩინებულად აჰყვა თამაშში! თუმცა, სააკაშვილისა და სხვა ნაძირლების შთამომავლები საიდუმლოდ და გაძლიერებულად შეისწავლიან რუსულ ენას თავის გუვერნანტკებთან, რათა, პროამერიკელი  მამების - ნაძირლების კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და რუსეთი ლაფში ამოსვარონ!

სამწუხაროა, რომ მოსკოვის მაღალ კაბინეტებში ამას ჯიქურ ვერ ხედავდნენ და აგარაკისკენ (პარასკეობით) და სამსახურში (ორშაბათობით) გზად მიმავალნი, მოსკოვურ საცობებში ნაბახუსევზე მღეროდნენ მხოლოდ - "Броня крепка и танки наши быстры!".

P. S. მადლობის გადახდა საჭირო არ არის, რადგან პირიქით გამოდის - თქვენ კი არა, მე ვეწევი აგიტაციას „წითელი არმიისთვის“. იმიტომ, რომ ამით საქართველოზე ვზრუნავ და იმიტომ, რომ რუსეთში ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს - სინათლის რაინდი ვლადიმერ პუტინი ღვთის გამოგზავნილია რუსეთისა და მთელი მართლმადიდებელი სამყაროს გადასარჩენად მსოფლიოში! და რომ სტალინის შემდეგ რუსეთს ასეთი ხელმძღვანელი არ ჰყოლია და, სავარაუდოდ, არც ეყოლება.

ამიტომ, ისწავლეთ წარსულის გაკვეთილებზე, რომლებიც ძალიან ძვირად დაგიჯდათ და ნუღარ გაიმეორებთ მათ! და ასევე - გაუფრთხილდით თქვენს პრეზიდენტს (ნეტავ საქართველოს ჰყავდეს ასეთი...).

 

საქინფორმი
2014 წლის 2 სექტემბერი