რედაქტორისგან
დაუბრუნეთ საქინფორმს მისი შენობა რუსთაველის პროსპექტზე, ფოტოარქივი, გაზეთები „ვრასტანი და „გურჯისტანი“! - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

1-E-pol-1-red-1-GEO-mtბატონო პრემიერ-მინისტრო!
დღეს რომ საქართველოს სახელმწიფოს სათავეში უწინდებურად პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს, ჩვენ უბრალოდ სარჩელს შევითანდით სასამართლოში, სტრასბურგამდე მივიდოდით და პროცესს მოვიგებდით! მაგრამ საქართველოს დღეს ხელმძღვანელობთ თქვენ, ირაკლი ღარიბაშვილი, ამიტომ დაწყება პროცესისა „საქინფორმი - საქართველოს წინააღმდეგ“ არასწორად მიგვაჩნია შემდეგი მიზეზით:
ღარიბაშვილის მთავრობამ კი არა, არამედ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩაიდინეს საშინელი დანაშაული საქართველოს წინაშე, როცა მისი ისტორიის ნაწილის - საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ ლიკვიდაცია მოახდინეს, რათა ასობით მილიონ დოლარად გაეყიდათ მისი კუთვნილი შენობა და უნიკალური ფოტოარქივი! ეს დანაშაული საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ სააკაშვილისთვის მორიგი სისხლის სამართლის ბრალდების საფუძვლად უნდა იქცეს და არა სტრასბურგის სასამართლოში განხილვის საგნად.
ისტორიიდან: საქინფორმი, როგორც რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოს საერთოკავკასიური სამმართველოს (РосТА) განყოფილება, 1921 წელს დაარსდა. 1923 წელს ამიერკავკასიის სატელეგრაფო სააგენტოდ გადაკეთდა. 1936 წლის ბოლოს მას საქართველოს სატელეგრაფო სააგენტო (ГрузТАГ) ეწოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს (ТАСС) საკავშირო და უცხოეთის სამსახურის შემადგენლობაში შედიოდა. 1972 წლიდან ის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საინფორმაციო სააგენტო იყო, რომელიც 1990 წელს ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოსაქართველოდგადაკეთდა, მაგრამ ახალი სახელწოდებით ვერ დამკვიდრდა. 1995 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსაქინფორმისაქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის სტრუქტურაში შევიდა. ასე გრძელდებოდა 2004 წლამდე, მერე კი სააგენტომ არსებობა შეწყვიტა.
2006 წლის 10 აგვისტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასაქართველოს საინფორმაციო სააგენტოსაქინფორმიდედაქალაქის ცენტრში მდებარე (მისამართზე: თბილისი, რუსთაველის პროსპექტი №42) მის კუთვნილ პრესტიჟულ შენობასთან ერთად (საერთო ფართი 5388.8 კვ ), რომელიც არქიტექტურული ძეგლების ჩამონათვალში შედის, აუქციონზე გაიტანა და 5 მილიონ 50 ათას დოლარად მიჰყიდა ფიზიკური პირების ჯგუფსსაქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს...

ბატონო პრემიერ - მინისტრო!

ზუსტად 4 წლის შემდეგ - 2010 წლის 10 აგვისტოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კოლექტივმა აღადგინა „საქინფორმი“, რომლის საიტიც www.saqinform.ge (www.gruzinform.ge) მას შემდეგ ერთი დღითაც არ გაჩერებულა, ხოლო 20 11 წლის 10 აგვისტოს საქინფორმმა თავისი 90 წლის იუბილე იზეიმა! საქინფორმი, როგორც თქვენთვის ცნობილია, უშიშრად ამხელდა სააკაშვილის რეჟიმს და უპრეცედენტო და უანგარო მხარდაჭერა აღმოუჩინა ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მისი მოსვლის პირველივე დღიდან და დღესაც აგრძელებს ასეთივე მხარდაჭერის აღმოჩენას თქვენთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, 1 თეთრი სახელმწიფო დოტაციის გარეშე, აგრძელებს „საქინფორმისთვის“ იმთავითვე განსაზღვრულ ფუნქციას - საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებში საინფორმაციო პოლიტიკის გატარებასა და მრავალეროვანი საქართველოს ხალხის რუპორს!

თუმცა, საქინფორმი უწინდებურად იძულებულია რედაქციისთვის ქირაობდეს ოფისს, რადგან მის კუთვნილ შენობაში, რომელიც 1930 წელს ცნობილმა სომეხმა ხუროთმოძღვარმა და ძირძველმა თბილისელმა დავით ჩისლევმა სპეციალურად საქინფორმისა და გაზეთ „Заря Востока“ - სთვის ააგო, რომელიც მრავალჯერ გადავიდა ხელიდან ხელში ასობით მილიონ დოლარად სააკაშვილის კონკრეტული ჩინოვნიკების - ეკონომიკის სამინისტროს, თბილისის მერიისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელების წყალობით, და რომეკშიც დღეს სავაჭრო ცენტრი  - ცნობილი ბრენდების Massimo Dutti, Zara, Accessorize, Cotton, Shoes Gallery, Bata, Converse, Okaidi, North Face, Salamander და სხვ. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებია განთავსებული.

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

როგორც კი მთავარი პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას - ვინ, ვის და რამდენად მიჰყიდა „საქინფორმის“ უნიკალური ფოტოარქივი, რომლის უმნიშვნელო ნაწილიც დანაშაულებრივი გარიგების საფუძველზე გადაეცა-ჩაბარდა საჯარო - საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკას, რომლის დირექტორიც მაშინ სამუდამო პარლამენტის წევრი და „კანონიერი“ რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი იყო, ამოტივტივდება იგივე ხმამაღალი სახელები, რომლებიც „საქინფორმის“ უკანონო ლიკვიდაციის გარიგებასა და მისი შენობის მრავალჯერად სპეკულაციურ გაყიდვაში ფიგურირებდნენ!

და ბოლოს - „საქინფორმი“ გაზეთების „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ დამფუძნებელი და 51%-იანი წილის კანონიერი მფლობელია, რომლებიც დღეს სრულებით უკანონოდ არსებობენ, თუმცა, ტრადიციულად, „საქინფორმისგან“ განსხვავებით, სახელმწიფო დოტაციაზე „სხედან“ (რა დამსახურებისთვის?! - თქვენს სახელმწიფო მინისტრ - „კანონიერ რესპუბლიკელს“ ზაქარეიშვილს ჰკითხეთ!).

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

1. გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იუსტიციის, ეკონომიკის სამინისტროებისა და საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის, რათა სააკაშვილის ხმამაღალი დანაშაულები გამოძიებული იქნეს და დამნაშავენი, რომელთაგან ზოგიერთი უკვე ძიების ქვეშაა, მაგრამ სხვა საქმეებშიც გადის, სამაგალითოდ დაისაჯონ საქართველოს ეროვნული სიმდიდრის გაყიდვის გამო;

2. გთხოვთ, დაუბრუნოთ „საქინფორმს“ მისი კუთვნილი შენობა, ხოლო თუ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული - გამოგვიყოთ შესაბამისი ფართი კოსტავას ქ. 14-ში მდებარე პრესის სახლის - გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში, რომელიც ამჟამად მიტოვებულ მდგომარეობაშია, საიდანაც 2007 წლის 10 აგვისტოს,  სააკაშვილის იმავე ჩინოვნიკებმა, ვინც „საქინფორმის“ ლიკვიდაცია მოახდინა (შეამოწმეთ - სამი გვარი აუცილებლად შეგხვდებათ მესამე ჯერზე!), ქუჩაში გამოყარა 80-მდე გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია, 2 ტელეკომპანია, ათობით გამომცემლობა და სტამბა მთელი თავისი ქონებიანად, რის შედეგადაც 3 ათასზე მეტი კაცი უმუშევარი დარჩა. (აი კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც დღეს მოგმართავთ თქვენ, ბატონო ირაკლი! სააკაშვილისთვის მიმართვას ხომ აზრი არ ჰქონდა - საკუთარ თავს ხომ არ დასჯიდა?!)

3. გთხოვთ, დაუბრუნოთ „საქინფორმს“ მისი კუთვნილი ფოტოარქივი, მაგრამ მანამდე მოახდინოთ მისი სრული აღწერა, სანამ ჯერ კიდევ ცოცხალი არიან „საქინფორმის“ ძველი თანამშრომლები. დღეს ხომ ჩვენც კი, საქინფორმელებს, ჩვენივე ფოტოარქივიდან კადრის მისაღებად პარლამენტის ბიბლიოთეკაში თითო ფოტოასლისათვის 15 და მეტი ლარის გადახდა გვიწევს!

4. გთხოვთ, დაუბრუნოთ „საქინფორმს“ მისი კუთვნილი და დიდი ხნის წინ ვირტუალურად ქცეული გაზეთები „ვრასტანი“ და „გურჯისტანი“, რომელთა ლიკვიდაციასაც კი არ მოვახდენთ, არამედ აღვადგენთ.

მე, ისევე, როგორც „საქინფორმის“ რედაქციის მთელი ჟურნალისტური კოლექტივი, მჯერა თქვენი სამართლიანი გადაწყვეტილებისა და კომპეტენტური ორგანოების ოპერატიულობისა!

ღრმა პატივისცემით,
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 8 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-F-pol-1-red-1-GEO-RUS-qve