რედაქტორისგან
საქინფორმი ისევ მართალი აღმოჩნდა - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს! სარფში გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც სააკაშვილის Facebook-გვერდზე დევს, ისევ საქართველოს გერბია ასახული, როგორც ყველა ვიდეოზე მისი პრეზიდენტობის დროს!

Perevorot-aqt-3-an-2საქართველო, 11 სექტემბერი, საქინფორმი. მკითხველისთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქინფორმი დიდი ხანია მუდმივად აქვეყნებს ექსკლუზიურ მასალებს, რომლებიც სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივ ძირგამომთხრელ საქმიანობას და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადებას ფაქტებით ადასტურებს. ბოლოს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ამაზე გასულ შაბათს - 2014 წლის 6 სექტემბერს, „ობიექტივის“ გადაცემაში ილაპარაკა, როცა ვალერი კავარაცხელიას საავტორო გადაცემა „ოქროს კვეთის“ ერთადერთი სტუმარი იყო.

და აი გუშინ, 2014 წლის 10 სექტემბერს, საქართველოს შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დაადასტურა, რომ სააკაშვილი თავისი მომხრეებით საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს. მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კიევსა და სარფში ჩატარებულ თათბირებზე „ნაციონალებს“ კონკრეტული დავალებები მისცა: „მიხეილ სააკაშვილს მიცემული აქვს დავალებები, რომ შექმნას კარგად ორგანიზებული 500- კაციანი მობილური ჯგუფები, მათ შორის - ეროვნული უმცირესობებით დაკომპლექტებული, რომელიც თავის მხრივ, დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად. მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენული ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნლების პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება, მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი... მაგალითისათვის, მათ დავალებული აქვთ გაიგონ და გაავრცელონ ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომაერობის გამო გარდაცვლილ ადამიანებზე, ეს ინფორმაცია თბილისის მოსახლეობაში გაავრცელონ და „სასწრაფო დახმარების“ დაგვიანებით ახსნან ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მიერ ეკიპაჟების შემცირების მიზეზით“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ ალიასთან და დასძინა, რომ ამ გეგმას განხორციელება არ უწერია.

დღეს საქინფორმი მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთ, თითქოს და უმნიშვნელო ფაქტზე ამახვილებს - ზემოთ ხსენებულ არფში გადაღებულ ვიდეოზე, რომელიც სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე განათავსა, ისევ საქართველოს გერბია ასახული, როგორც ყველა ვიდეომასალაზე მისი -  სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს!

საქინფორმი