რედაქტორისგან
საქინფორმი: ღარიბაშვილის, ჭიკაიძისა და ნარმანიას მიმართ თბილისელების უკმაყოფილების გამოსაწვევად „სითი-პარკმა“ საბოტაჟი დაიწყო, რომელშიც მავნებლებიც მონაწილეობენ ამჟამინდელი ხელისუფლებიდან!

Pismo-aqt-1-red-1საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი.
საქინფორმის ღია წერილი თბილისის მერ დავით ნარმანიას
ბატონო დედაქალაქის მერო!
მას შემდეგ, რაც თქვენ  ამხილეთ „სითი-პარკი“, რომელიც წლების განმავლობაში თბილისში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს ძარცვავდა და კორუმპირებულ გარიგებაში იყო წინა ხელმძღვანელობასთან, „სითი-პარკი“, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს თქვენ მიერ მისთვის მიცემული ერთი თვე ცოდვების გამოსასწორებლად, ჩაერთო სააკაშვილის მიერ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით დაწყებულ საბოტაჟში, რომლის შესახებაც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ღიად განაცხადა.
კერძოდ,  მოსახლეობაში  პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობით, პირადად ჭიკაიძითა და თბილისის  ახალი მერის უკმაყოფილების გამოსაწვევად „სითი-პარკი“ აიძულებს ყველას, ვინც ავტომანქანებზე სანომრე ნიშნებს ახლით ცვლის, თავიდან ქავთარაძის ქუჩაზე წავიდეს, შსს-ს სერვის-ცენტრში, მერე ბანკში გადაიხადოს 6 ლარი, რათა მიიღოს ცნობა სანომრე ნიშნების შეცვლის შესახებ, შემდეგ კი ამ ცნობით წავიდეს „სითი-პარკის“ ოფისში კანდელაკის ქუჩაზე, რათა ჩააბაროს იგი და გადაიტანოს უწინ გადახდილი „სითი-პარკის“ ნებართვა ავტოსადგომზე დგომისათვის თავის ახალ ნომერზე.
განა არ შეიძლებოდა, რომ შსს-ს სერვის-ცენტრიდან რუსთავში ინფორმაცია ახალგაცემულ ევროპული დიზაინის ნომრებზე ავტომატურად, ინტერნეტით გადაგზავნილიყო „სითი-პარკში“?! რა თქმა უნდა, შეიძლება! და იცით, რას ამბობენ უკვე ქალაქში?

„ისევ დაბრუნდა შევარდნაძისა და სხვადასხვა ცნობების დრო! მიშას დროს ასეთი რამ არ ყოფილა! გამოიგონეს ახალი ევრო - ნომრები, რომ ცარიელი ხაზინა შეავსონ! დაე ჯერ ევროპული ხელფასები და სამუშაო მისცენ! თავიდან ჭიკაიძემ გვაიძულა მთელი დღეები რიგში ვმდგარიყავით რუსთავში, რათა ახალი ნომრები აგვეღო, ახლა კი „სითი-პარკი“ გვაიძულებს, ცნობებზე ვირბინოთ და მათში ფული გადავიხადოთ! ჯანდაცვის მინისტრმა კი გვაიძულა რეცეპტებისათვის პოლიკლინიკებშ ვირბინოთ! ესე იგი, ისინი ყველანი გარიგებული არიან! მიშა მაშინვე მოხსნიდა ყველას! მალე კიდევ ტექდათვალიერებაზე სიარულს გვაიძულებენ, რომლისგანაც სააკაშვილმა გაგვათავისუფლა, და ავტომანქანის დაზღვევას! ტექდათვალიერებას ვერავინ გაივლის, თუკი კატალიზატორს არ დააყენებს, რომელიც ასობით დოლარი და ევრო ღირს, პლუს თვითონ ტექდათვალიერების ღირებულება და აუცილებელი დაზღვევა!“

ახლა გვიპასუხეთ, ბატონო დავით -  მარტო სააკაშვილი აწყობს საბოტაჟს და საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს, თუ ამას ხელს უწყობენ ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგიერთი ვაიხელმძღვანელი - თქვენი მეგობრები და კოლეგები, სულ რაღაც ერთ წელიწადში ქართველ ხალხს თავი „ნაციონალებზე“ მეტად რომ შეაძულეს?!

საქინფორმი