რედაქტორისგან
საქართველოს მთავრობის კანცელარიამ „საქინფორმის“ დირექტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ორ დღეში უპასუხა!

Arno-pol-1-red-1-mtსაქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! როგორც გახსოვთ, ა.წ. 8 სექტემბერს „საქინფორმის“ დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართა: დაუბრუნეთ საქინფორმს მისი შენობა რუსთაველის პროსპექტზე, ფოტოარქივი, გაზეთებივრასტანი დაგურჯისტანი“!“.
იმავე დღეს, ანუ 2014 წლის 8 სექტემბერს, საღამოს, ზემონახსენები ღია წერილი განცხადების სახით საქართველოს მთავრობის კანცელარიას ჩაჰბარდა.
მესამე დღეს - 2014 წლის 11 სექტემბერს - „საქინფორმის“ რედაქციამ საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან შემდეგი პასუხი მიიღო:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ასლი: საქართველოს მთავარ პროკურატურას
ასლი: საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“
მის: ქ.თბილისი, დავით ბაქრაძის ქ.№6

გიგზავნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმდინარე წლის 8 სექტემბერს შემოსულ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორის არნო ხიდირბეგიშვილის №30159 და №30164 წერილს.
გთხოვთ განიხილოთ წერილში დასმული საკითხები თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და პასუხი აცნობოთ დაინტერესებულ მხარეს.
დანართი: 7 ფურცელი

პატივისცემით,
საქმისწარმოების სამსახურის უფროსი ლევან ერიქაშვილი
№30664
11.09.2014

Arno-pol-1-red-1-qv