პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: “ვაფრთხილებ ხელისუფლებას, როცა ხალხი ქუჩაში გამოვა, ხელი არ წაუცდეთ,თორემ ცოცხლები ვერ გადარჩებიან!”

jachvlianiსაქინფორმის კორესპონდენტი თბილისში, „ბუკიას” ბაღთან ’’სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ აქციას ესწრებოდა. შეკრებაზე საზოგადოებას გააცნეს 25 ნოემბრისთვის დაგეგმილი დიდი სახალხო კრების მოქმედების გეგმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს კორესპონდენტს ’’კრების’’ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრა: - ’’სახალხო წარმომადგენლობითი კრების’’ მიერ რეგიონებში შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს. ხალხმრავლობა, მუხტი, სულისკვეთება ძალიან მაღალია. მეტი რაღა უნდა ქნას მიხეილ სააკაშვილმა? უკვე შიშველი დარბის. ამათი გაშვება ჩვენი ღირსების საქმეა. სრულიად საქართველო უნდა აღსდგეს და დადგეს ''სახალხო კრების'' გვერდით. მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ნუ წავუყრუებთ და სხვის ჭირს ღობის ჩხირად ნუ მივიჩნევთ. თორემ ცალ-ცალკე ესენი ყველას გაგვისწორდებიან. რას იმსახურებს ხელისუფლება, რომელმაც საჯიშე ბიჭები დახოცა,ობიექტები გაასხვისა, ტაძარი დაგვინგრია,მეცნიერება მოსპო, სულში ჩაგვაფურთხა, ჩარეცხილებად და აგენტებად მოგვნათლა და ომი დაიწყო?! 25 ნომებერს, 3 საათზე, ყველანი პარლამენტთან ვიკრიბებით ჩვენი ხალხის ღირსებისა და კეთილდღეობის აღსადგენად.