უცხოეთი
საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სახელმწიფო მდივან ქერის უკრაინისთვის დამატებით 25 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფა დაავალა: სამხედრო საქონელსა და თავდაცვის სამინისტროს მომსახურებაზე, სამხედრო განათლებასა და წვრთნებზე - 5 მლნ დოლარი, არალეტალური დახმარებისთვის - 20 მლნ დოლარი. თეთრ სახლთან არსებული ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა კეიტლინ ჰეიდენმა, სააგენტოს კითხვაზე, მოიცავს თუ არა უკრაინისთვის ახალი დახმარება იარაღს, განაცხადა: „აქედან არაფერი წარმოადგენს ლეტალურ დახმარებას“. მან განმარტა, რომ ეს სახსრები გამოიყოფა სამხედრო მხარდაჭერის 46 მლნ-იანი პაკეტიდან, რომელიც 2014 წლის 18 სექტემბერს აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს ვიზიტისას ობამამ გამოაცხადა.
„სახელმწიფო მდივანს შეუძლია გამოიყენოს უფლებამოსილებანი, რათა უკრაინის მთავრობის უშიშროების ძალებს აღჭურვილობა მიაწოდოს“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.