რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „თბილისის გარეუბანში სირიელი მეამბოხეების მომზადების ცენტრის შესახებ, „თავისუფალი ზონის“ დაფინანსების მიზნები და წყარო, რატომ იფეთქებს მაიდანი სომხეთში უკრაინის შემდეგ და რატომ სჭირდება აშშ-ს სასწრაფოდ ომი კავკასიაში“

pol-1-red-1საქინფორმის მთავარი რედაქტორი - Foreign Policy-ს, Reuters-ისა და New York Times-ის წყაროს შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების მოსამზადებელი ცენტრი განთავსდება

საქართველოში ბევრმა მიაქცია ყურადღება ჯერ კიდევ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალასანიასა და უკვე ყოფილ ნატოს გენმდივან რასმუსენის ერთნაირ „ამერიკულ“ სიარულის მანერას - ორივე ფართოდ განზე იდაყვებგაწეული დადის - თითქოსდა დიდი კუნთების გამო, რაც მათ სიძლიერეზე უნდა მიანიშნებდეს. სხვათა შორის, ზუსტად ასე დადიან სენატორი მაკკეინი და სხვა ამერიკელი „ქორები“.

 გასული კვირის მთავარ სკანდალად იქცა Foreign Policy-ს, Reuters-ისა და New York Times-ის ინფორმაცია, რომ  საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი განთავსდება. პრემიერ ღარიბაშვილისა და აშშ-ში საქართველოს ელჩი გეგეშიძის ოფიცილური უარყოფის მიუხედავად, რომელმაც ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, თავისი სიტყვა მათ უკან არ წაუღიათ. მაშ, სადაა სიმართლე და სად - ტყუილი?

მართალი არიან Foreign Policy, Reuters, New York Times და პრემიერი ღარიბაშილი, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ვაშინგტონისა და ნატოსთვის არ შეუთავაზებია საქართველოში ასეთი სასაწავლო ცენტრების განთავსება. ტყუის ელჩი გეგეშიძე  - ალასანიას მეუღლის ღვიძლი დის, საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძის ხელქვეითი, რადგან მშვენივრად იცის, რომ საქართველოში სირიელი მეამბოხეების სასწავლო ცენტრის განთავსება ალასანიამ შესთავაზა 2014 წლის 5 სექტემბერის ნატოს უელსის სამიტზე! ამიტომ, მეორე დღეს, 6 სექტემბერს, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჰეიგლი სამიტის შემდეგ სახლში კი არ გაფრინდა, თბილისში ჩამოვიდა, რათა კიდევ ერთელ დარწმუნებულიყო, რომ ალასანია არ ხუმრობდა. ალასანია კი არ ხუმრობს - მას მართლაც სურს პირველი პირი იყოს საქართველოში და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს, რაც აშშ-ს უნდა!

განზე ფართოდ იდაყვგაწეული ხელები სიარულისას დიდი კუნთების ილუზიას არ ქმნის, თუ შენ დაბადებიდან ვიწრო მხრები გაქვს...

 

„თავისუფალი ზონის“ დაფინანსების მიზნებისა და წყაროს შესახებ, რომელიც მალე აშშ-ს მთავრობისგან ოფიციალურად 10 მილიონ დოლარს მიიღებს ღარიბაშვილის ჩამოსაგდებად და საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის დასაბრუნებლად

პატივცემულო მკითხველო, ყურადღება მიაქციე თარიღებს:

2014 წლის 23 სექტემბერი: თბილისში პოლიციამ უხეშად დააკავა ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრები, რომლებმაც პირველებმა საქართველოში გაბედეს პროტესტი გამოეთქვათ პეკინის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორაგიზაცია „თავისუფალი ზონის“ ოფისთან. თუმცა, პოლიცია ვერ ამჩნევდა, როცა „თავისუფალი ზონის“ წევრები რუს ტურისტებს ამცირებდნენ, გლეჯდნენ გიორგიევსკის ლენტებს და პლაკატებით ხმაურიან მიტინგებს ატარებდნენ ევროპის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, სადაც ყვიროდნენ „პუტინ - ხ...ო!“ .

2014 წლის 24 სექტემბერი: ნიუ იორკში სააკაშვილის მიერ 2 000 დოლარად დაქირავებული 15-მა ხულიგანი პლაკატებით დაუყარაულდა პრემიერ ღარიბაშვილს და მას იგივე უწმაწური სიტყვა უწოდა, თან პუტინის მონად მონათლა.

2014 წლის 25 სექტემბერი: ჟოპ-მა პუკ-იდან პირველი ლედის - ნანუკა თამაზაშვილის წინააღმდეგ ფეისბუქზე კამპანია გააჩაღა, სადაც ნიუ იორკის მიღებებზე მის ჩაცმულობას დასცინიან (ჟოპ-ი პუკ-იდან - ურნალისტი ლეგ ანფილოვია დროებით მაუწყებლობა შეჩერებული ტელეკომპანია პიკ-იდან, რომელსაც სააკაშვილმა კახეთში, თბილისსა და ბათუმში სახლები და მიწები აჩუქა).

კითხვა: საიდან ასეთი თავდაჯერებულობა დაუსჯელობაში, საიდან ფინანსები და ვის იმედზე არიან ეს სახიფათო ხულიგნები? და რატომ არ რეაგირებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება მათ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაზე, რომლესაც ისინი არცკი მალავენ?

პასუხი: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იძულებულია ითმინოს აშშ-ს გამო, და აი მტკიცებულებაც: 

2014 წლის 23 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ გამოსცა მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, ამიერდან არა მარტო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი და საერთაშორისო განვითარების სააგენტო, არამედ აშშ-ის მთელი მთავრობა ვალდებული იქნება:

1.“პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან, რომლებიც წინ აღუდგებიან უცხოეთის მთავრობების მცდელობებს, განსაზღვრონ სამოქალაქო საზოგადოებისათვის აშშ-ის მხარდაჭერის ხასიათი“. ანუ, დაეხმარონ „თავისუფალ ზონას“, იმიტომ, რომ ეს ჯგუფი ღიად უპირისპირდება საქართველოს მთავრობას, რომელიც დღემდე არ დაინტერესებულა - რა მიზნით ეხმარება ამ ჯგუფს ამერიკა?

2.“შექმნას ახალი ინოვაციური ცენტრები სამოქალაქო ჯგუფების გავლენის გასაძიერებლად მთელ მსოფლიოში, რათა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა შეძლონ ამ ცენტრების გამოყენება კავშირების დასამყარებლად და მათი იდეების განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნის, ტექნოლოგიებისა და დაფინანსების მისაღებად“.  ანუ, სააკაშვილის „თავისუფალი ზონა“ დაფინანსებას მიიღებს ახალი ტრენინგ - ცენტრების შესაქმნელად, სადაც დივერსიული ჯგუფები ტერორისტულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ და ძირგამომთხრელ ტექნოლოგიებს შეისწავლიან თავისი იდეების გასახორციელებლად - ღარიბაშვილის მთავრობის დასამხობად და ხელისუფლებაში სააკაშვილის დასაბრუნებლად.

3.“დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ, ვინც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემზღუდველი კანონის წინააღმდეგ იბრძვის, გააძლიეროს ჩვენი განსაკუთრებული დახმარება თავდასხმებს დაქვემდებარებულ არასამთავრობო ორგანიზებისთვის, გამოუნახოს ამ ჯგუფებს დონორები და დაფინანსება. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო შეამსუბუქებს უცხოური საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ამერიკული გრანტების მიღების პროცესს“. ანუ, ესაა პირდაპირი მოწოდება სახელმწიფო გადატრიალებისაკენ - არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ მხდარდაჭერისაკენ, რომელიც ებრძვის სახელმწიფოს კანონებს და საქართველოს კონსტიტუციას, რომელსაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გადაურიცხავს დოლარებს გრანტების სახით, რათა „ნაციონალებს“ მომავალში აღარ მოუწიოთ აეროპორტების-საბაჟოების გავლით მილიონობით დოლარის ჩემოდნებით თრევა...

 

მიზეზებზე, რომელთა გამოც უკრაინის შემდეგ მომდევნო მაიდანი სომხეთშია დაგეგმილი

გასულ კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების განყოფილების გამგე ალი ჰასანოვმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამას ზემონახსენები მემორანდუმი, ევროპარლამენტის ანტიაზერბაიჯანული რეზოლუცია, ასევე Human Rights Watch-ისა და Freedom House-ის განცხადებები, რომლებიც „ობიექტური არ არის და უნდა შეფასდეს როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფოს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობები“. რას უკავშირდება ეს?

საქმე ისაა, რომ თავდაპირველად კიევის მაიდანს უნდა მოჰყოლოდა მაიდანი ბაქოში - გახსოვთ, 27 აპრილს როგორ ჩაფრინდა სააკაშვილი ბაქოში და პირდაპირ მოუწოდებდა - აქაოდა, სანამ პუტინი უკრაინით არის დაკავებული, აზერბაიჯანს დრო აქვსო?! სააკაშვილს აზერბაიჯანში სახელმწიფო გადატრიალების პროვოცირება სურდა, რათა რუსეთის უმსხვილესი ენერგეტიკულ პარტნიორსა და მეზობელს კასპიისპირეთში უცებ არ მოგუნებებოდა ევრაზიის კავშირში შესვლა და არ დაეწყო კოსნტრუქციული დიალოგი სომხეთთან ყარაბაღის თაობაზე. თუმცა, აშშ-ს აზერბაიჯანში არ გამოუვიდა - მას შემდეგ, რაც სააკაშვილის კვალდაკვალ აშშ-ის ელჩმა აზერბაიჯანში მორნინგსტარმა „ალღო დაკარგა“ და წინდაუხედავად დაემუქრა ოფიციალურ ბაქოს „მაიდანის მოწყობით, თუ ხელისუფლება ხალხის წამებას არ მოეშვებოდა“, პრეზიდენტმა ალიევმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და ფონდების საქმიანობა კონტროლქვეშ აიყვანა, აკრძალვამდეც კი.

აი ამის შემდეგ გადაერთო ვაშინგტონი სომხეთზე, სადაც საქართველოსგან გარკვეულწილად განსხვავებული სახელმწიფო გადატრიალების სცენარი გათამაშდება - ყარაბაღში იქნება პროვოცირებული მსხვილმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები, როგორც ბაქოში სააკაშვილის ზემონახსენები ვიზიტის შემდეგ. ამავდროულად, სომხეთში მოსალოდნელია საბოტაჟის ფაქტები, არაა გამორიცხული - რაზდანის ატომურ ელექტროსადგურზეც, ხოლო „ხელისუფლებით სახალხო უკმაყოფილების ტალღას უმალ აიტაცებენ ადგილობრივი კოლაბორაციონისტები. კონფლიქტში უნებლიედ იქნება ჩათრეული საქართველო, აშშ კი ერთი გასროლით „სამ კურდღელს“ მოკლავს, მოახდენს რა სახელმწიფო გადატრიალებას ერთდროულად სამივე კავკასიურ რესპუბლიკაში! სწორედ ასეთი „ჯაჭვი“ ვიხილეთ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ამასწინანდელი „ფერადი“ სახელმწიფო გადატრიალებების დროს „Made in USA“.

 

უკრაინაში დაზავების მიზეზებზე და რატომ სჭირდება აშშ-ს სასწრაფოდ ომი კავკასიაში

რატომ გამოცხადდა უკრაინაში ზავი რუსეთის ინიციატივით იმ დროს, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთის სახალხო მოლაშქრეები გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდნენ? იმიტომ, რომ უკრაინა უკვე უინტერესო გახდა აშშ-სთვის - როგორც საქართველო 2008 წელს, როცა აიძულებდა ამერიკას რუსეთან შეჯახებას, რაც მუდამ წამგებიანია. სამაგიეროდ, როცა აშშ-მა ორი კვირის შემდეგ - 23 სექტემბერს - ავიაიერიში მიიტანა ისლამისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოსა და სხვა, ცე-რე-უსა და პენტაგონის მიერ შექმნილ ტერორისტულ დაჯგუფებებზე სირიაში, რუსეთი მაინცდამაინც არ აღშფოთებულა. მაშ, რაში გაცვლის აშშ საქართველოს?

საქმე ისაა, რომ საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისევე, როგორც უკრაინა, აშშ-ს სჭირდება მხოლოდ რუსეთისა და ირანის დასასუსტებლად - ორი ქვეყნის, რომლეთა წინააღმდეგ დასავლეთმა ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა. თუ ყარაბაღის კონფლიქტში სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ჩათრევა მოხერხდება, რასაც მოჰყვება სახელმწიფო გადატრიალებები სოხმეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, მაშინ რუსეთსა და ირანს უზარმაზარი პრობლემები შეექმნება და ისინი ვეღარ შეძლებენ ევროპისთვის გაზის მიწოდებას! ამგვარად, უკრაინის შემდეგ მეორე სატრანზიტო მარშრუტის გადაკეტვით, აშშ თავისას მიაღწევს და საბოლოოდ დააჩოქებს ევროპას, აიძულებს რა, შეიძინოს ამერიკული და ასევე, უკრაინაშიკომპანია „Burisma Holdings”-ის ფიქალის გაზი, რომლის დირექტორიცა და მმართველიც აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბაიდენის ვაჟი რობერტ ჰანტერ ბაიდენია!

თუმცა მას შემდეგ, რაც დღეს, მე-4 კასპიის სამიტზე „კასპიის ხუთეული“ - რფ, ირანი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი - შეთანხმდნენ რეგიონში არარეგიონული სახელმწიფოების, მათ შორის, ამერიკისა და ნატოს ქვეყნების ჯარების ყოფნის დაუშვებლობაზე, ეს „ნომერი“ შესაძლოა აღარ გავიდეს და საქართველოს, რომელიც „უფუნქციოდ“ დარჩება, აშშ ისევ რაღაცაში გაცვლის...

 

სპეციალურად საინფორმაციო სააგენტოსთვის REX
არნო ხიდირბეგიშვილი, საქინფორმის მთავარი რედაქტორი
29.09.2014
თბილისი-მოსკოვი