რედაქტორისგან
საქმე სააკაშვილის მიერ დანაშაულებრივი გზით გაყიდული „საქინფორმის“ შენობისა და უნიკალური არქივის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და მთავარმა პროკურატურამ ქ.თბილისის პროკურორს დაავალა

aqtual-3-red-2-GEOსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! როგორც გახსოვთ, ა.წ. 8 სექტემბერს საქინფორმის დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართა: დაუბრუნეთ საქინფორმს მისი შენობა რუსთაველის პროსპექტზე, ფოტოარქივი, გაზეთები „ვრასტანი და „გურჯისტანი“!“.

მესამე დღეს - 2014 წლის 11 სექტემბერს - საქინფორმისრედაქციამ საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან შემდეგი პასუხი მიიღო, რომ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ დირექტორის არნო ხიდირბეგიშვილის №30159 და №30164 წერილი გადაგზავნილია განსახილველად საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

და აი, 2014 წლის 19 სექტემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს მთავარმა პროკურატურა წერილში №13/58286 შეატყობინეს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოსაქინფორმისდირექტორს და მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილს, რომ მისი წერილი გადაეგზავნა ქალაქ თბილისის პროკურორს, ბატონ მიხეილ შაყულაშვილს.

საქართველო, თბილისი
საქინფორმი