უცხოეთი
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკელი სამხედროების 70 %-ზე მეტი „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან ბრძოლაში ქვეითი ჯარების გამოყენების წინააღმდეგია, - ამის შესახებ პორტალი „თაიმი“ იტყობინება.
აშშ-ის სამოქალაქო მოსახლეობის გამოკითხვის თანახმად, რომელიც უწინ ჩატარდა, ამერიკელების 72%-ს მიაჩნია, რომ აშშ-ის ხელისუფლება ადრე თუ გვიან იძულებული იქნება, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან საბრძოლველად ქვეითი ჯარები გამოიყენოს ერაყსა და სირიაში, ობამას მიერ აღნიშნულ ზომებზე უარის მიუხედავად.
Military Times-ის გამოკითხვამ ასევე უჩვენა, რომ 10-დან შვიდი ამერიკელი სამხედრო „ერაყში უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად ქვეითი ჯარების გამოყენების წინააღმდეგია“. ამასთან, ბევრი ეჭვობს, რომ აშშ-ის არმიას ერაყში თავისი სამხედრო მოქმედებებით რაიმესთვის მიეღწია. აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა 60%-მა განაცხადა, რომ ომი ერაყში წარმატებული არ იყო და მხოლოდ 30%-მა დაუჭირა მხარი საპირისპირო თვალსაზრისს.