რედაქტორისგან
საქინფორმი აფრთხილებს მთავარ პროკურორსა და ეკონომიკის მინისტრს, რომ არ მოითმენს სააკაშვილის დანაშაულის - საქინფორმის ისტორიული შენობისა და უნიკალური არქივის გაყიდვის დამალვას!

Pisma-sam-1-red-M2014 წლის 8 სექტემბერს საქინფორმის დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით „დაუბრუნეთ საქინფორმს მისი შენობა რუსთაველის პროსპექტზე, ფოტოარქივი, გაზეთები „ვრასტანი და „გურჯისტანი“!“.

2014 წლის 11 სექტემბერს საქინფორმის რედაქციამ საქართველოს მთავრობის კანცელარიისგან მიიღო პასუხი, რომ საქინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილის წერილი №30159 და №30164, შეტანილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე 8 სექტემბერს, განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

2014 წლის 19 სექტემბერს საქინფორმის დირექტორსა და მთავარი რედაქტორს №13/58286 წერილით ეცნობა, რომ მისი წერილი გადაეცა თბილისის პროკურორ მიხეილ შიხულაშვილს.

2014 წლის 26 სექტემბერს №13.01-59906 წერილით ქალაქ თბილისის პროკურატურამ აცნობა საქინფორმის დირექტორსა და მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს, რომ მისი განცხადება გადაეგზავნა „ძველი თბილისის“ რაიონის პროკურორ გიორგი მიქაიას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან პასუხი კი საქინფორმს, ყველა ვადის დარღვევით, არ მიუღია, რადგან, ეს, სააკაშვილის მომხრეებით დაკომპლექტებული სამინისტრო უშუალოდ არის ჩარეული საქინფორმის ლიკვიდაციაში, მისი ისტორიული შენობის გაყიდვის სპეკულაციაში, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსიც კი მოუხსნეს, რათა იქ ქალის საცვლები და ბიუსტჰალტერები გაეყიდათ, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო დღეს იგნორირებას უკეთებს საქართველოს მთავრობის ზემოდასახელებულ №30664 განკარგულებას.

საქინფორმი კატეგორიულად აფრთხილებს ორ გიორგის - საქართველოს მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრ კვირიკაშილს, რომ არ მოითმენს სააკაშვილის მორიგი დანაშაულის - საქართველოს შეუფასებელი მემკვიდრეობის - საქინფორმის ისტრიული შენობისა და თითქმის ასწლიანი უნიკალური არქივის გაყიდვის დამალვას, რომლის გამოძიებაც რაიონის პროკურორის დონემდე დაწიეს და აქამდე სისხლის სამართლის საქმეც არ აღუძვრიათ!

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი

Pisma-sam-1-red-down